პაპუაშვილი: ევროკავშირის მინისტრები თანხმდებიან, რომ საქართველოში გამჭვირვალობის პრობლემაა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2024
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ევროკავშირის ოთხი წევრი-ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ეთანხმებიან მმართველი ძალის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში გამჭვირვალობის პრობლემაა და ამ პრობლემის აღმოფხვრის შესაძლებლობა, პირველ რიგში, მათ ხელშია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლატვის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.
თბილისში ვიზიტით იმყოფებიან ტორდის კოლბრუნ რეიკფორდ გილფადოტირი (ისლანდია), ბაიბა ბრაჟეს (ლატვია), გაბრიელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა) და მარგუს ცაჰკნა (ესტონეთი) შეხვდა. მინისტრებმა პირველი შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართეს.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ ყოველწლიური დეკლარაცია.
„რაც შეეხება თავად კანონს, მათ, რა თქმა უნდა, აქვთ გარკვეული მოსაზრებები კანონის შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სამწუხაროდ, ორი თვის განმავლობაში, რაც კანონი არის ინიცირებული, ვერ ვნახეთ სურვილი, რომ შინაარსობრივი მსჯელობა გამართულიყო. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ კლიშეების და იარლიყების მიწებება ამ კანონისთვის, რაც არაევროპული ქცევაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
თუ ახლა არის მზაობა, რომ შინაარსობრივი მსჯელობა გაიმართოს და არგუმენტები იყოს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდი როგორც მანამდე, მზად არის ამისთვის, განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს „გარკვეული წუხილები“ ჰქონდათ კანონთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვესაუბრეთ კანონის მიზანზე, საფუძველზე. მათ შორის, ერთ-ერთი საფუძველი არის, რომ ევროკავშირის თანხები და მათივე გადასახადების გადამხდელების თანხები ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არაგამჭვირვალედ, ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არა იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც უნდა იხარჯებოდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ისინი ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის პრობლემა გამჭვირვალობის და არა კარგი მიზნებისთვის გარკვეული თანხების გამოყენების. ვუთხარით, რომ მათ ხელშია უპირველეს ყოვლისა ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არსებობს დაფინანსების გამჭვირვალობის პრობლემა.
„სხვათა შორის, ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი ეთანხმება ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის გამჭვირვალობის პრობლემა, მათ შორის, გარკვეული თანხების ცუდი მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ამის შესახებ ვაცნობეთ ჩვენს კოლეგებს, მათ შორის თქვა, რომ მათ ხელშია, პირველ რიგში, ამ გამოწვევებისა და პრობლემების აღმოფხვრა, ვინაიდან მათი მოქალაქეების ფული ნაწილობრივ საქართველოში არაგამჭვირვალედ იხარჯება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0