https://sputnik-georgia.com/20240515/opoziciis-nawili-parlamentis-mushaobas-boikots-ucxadebs-287923704.html
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს: მმართველი გუნდის შეფასება
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს: მმართველი გუნდის შეფასება
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ოპოზიციის გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტის მუშაობას და არ მიიღოს მონაწილეობა პრეზიდენტის ვეტოს განხილვაში, რომლის... 15.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-15T13:51+0400
2024-05-15T13:51+0400
2024-05-15T13:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ოპოზიციის გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტის მუშაობას და არ მიიღოს მონაწილეობა პრეზიდენტის ვეტოს განხილვაში, რომლის გამოყენებასაც იგი გეგმავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებით, სხვა არაფერია, თუ არა თვალთმაქცობა და დისკუსიის თავიდან აცილების მცდელობა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.გუშინ, ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", „ლელო საქართველოსთვის" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციაში ვერ ერკვევა.„ზურაბიშვილი ამბობს, რომ შენიშვნები არ აქვს, თუმცა, ამავდროულად აქვს შენიშვნები - ძალიან მაინტერესებს როგორ გააკეთებს ამას. ალბათ, ცარიელ ფურცელს მოაწერს ხელს და პარლამენტს გაუგზავნის, ამ ფურცელს უკან დავაბრუნებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას ამ კანონპროექტთან მიმართებით შენიშვნები არ ექნება. ასეთი ხრიკები არ გაუვა. ასეთი არასწორი პასუხები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მას არ ესმის კონსტიტუცია", - განაცხადა მაჭარაშვილმა.დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილი საზოგადოებას დასცინის.როგორც პარტია „გირჩის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა, ისინი არ აპირებენ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმს შეუერთდნენ.სამშაბათს, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სპეციალურ რეესტრშ8ი დარეგისტრირებასა და დეკლარაციის ყოევლწლიურად შევსებას ავალდებულებს.კანონპროექტს მხარი 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ჩხუბის ფონზე წარიმართა. პარლამენტის შენობასთან სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეები კვლავ დილიდან შეიკრიბნენ, მათ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და შენობის გვერდითა შესასვლელის ბლოკირება სცადეს.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ოპოზიციის გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტის მუშაობას და არ მიიღოს მონაწილეობა პრეზიდენტის ვეტოს განხილვაში, რომლის გამოყენებასაც იგი გეგმავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებით, სხვა არაფერია, თუ არა თვალთმაქცობა და დისკუსიის თავიდან აცილების მცდელობა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.
გუშინ, ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", „ლელო საქართველოსთვის" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.
„რა თქმა უნდა, ვეტოს თან უნდა ერთვოდეს კონკრეტული არგუმენტაცია. ეს არის დიალოგისთვის სივრცის ჩაკეტვის მცდელობა, რამდენადაც დისკუსიის შედეგად მოქალაქეებისთვის უფრო ნათლი გახდება, ევროკავშირის ქვეყნებმა თუ რატომ მიიღეს მსგავსი კანონმდებლობა. ბოიკოტი - ესაა თვალთმაქცობა, საკუთარი სახის შენარჩუნების მცდელობა", - განაცხადა თალაკვაძემ.
პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციაში ვერ ერკვევა.
„ზურაბიშვილი ამბობს, რომ შენიშვნები არ აქვს, თუმცა, ამავდროულად აქვს შენიშვნები - ძალიან მაინტერესებს როგორ გააკეთებს ამას. ალბათ, ცარიელ ფურცელს მოაწერს ხელს და პარლამენტს გაუგზავნის, ამ ფურცელს უკან დავაბრუნებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას ამ კანონპროექტთან მიმართებით შენიშვნები არ ექნება. ასეთი ხრიკები არ გაუვა. ასეთი არასწორი პასუხები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მას არ ესმის კონსტიტუცია", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილი საზოგადოებას დასცინის.
როგორც პარტია „გირჩის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა, ისინი არ აპირებენ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმს შეუერთდნენ.
„სისულელეა ბოიკოტის გამოცხადება, რადგანაც წინ არის ვეტოს საკითხი. არის არგუმენტები, რომელიც უნდა გაჟღერდეს, პოზიცია, რომელიც უნდა დააფიქსირო და ზოგადად, ეს პლატფორმა უნდა იქნას გამოყენებული, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ სამი-ოთხი კვირა. ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ, რა უნდა მოხდეს, რომ ხვალ შევუერთდეთ ბოიკოტს“, - განაცხადა საბომ.
სამშაბათს, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სპეციალურ რეესტრშ8ი დარეგისტრირებასა და დეკლარაციის ყოევლწლიურად შევსებას ავალდებულებს.
კანონპროექტს მხარი 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ჩხუბის ფონზე წარიმართა. პარლამენტის შენობასთან სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეები კვლავ დილიდან შეიკრიბნენ, მათ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და შენობის გვერდითა შესასვლელის ბლოკირება სცადეს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.