https://sputnik-georgia.com/20240515/mosazreba-granat-4-daxmarebit-shesazlebelia-abramsebis-ganadgureba-287935421.html
მოსაზრება : „გრანატ-4“-ის დახმარებით შესაძლებელია „აბრამსების“ განადგურება
მოსაზრება : „გრანატ-4“-ის დახმარებით შესაძლებელია „აბრამსების“ განადგურება
Sputnik საქართველო
უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამხედრო საქმეში რევოლუცია მოახდინეს. დრონების ტექნოლოგიური სრულყოფა უზრუნველყოფს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინულ... 15.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-15T22:44+0400
2024-05-15T22:44+0400
2024-05-15T22:44+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287917952_0:311:3072:2039_1920x0_80_0_0_bd660b897ae5aec18ba721e70334554b.jpg
უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამხედრო საქმეში რევოლუცია მოახდინეს. დრონების ტექნოლოგიური სრულყოფა უზრუნველყოფს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინულ ფრონტზე მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ოპერატიულ და ეფექტიან განადგურებას.„გრანატ-4“-ის პირველივე გამოყენებამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში საშუალება მისცა რუსულ სამხედროებს, გაენადგურებინათ ამერიკული წარმოების ტანკი М1А1 Abrams.„გრანატ-4“ შექმნილია არეალის ჰაერიდან რადიომონიტორინგისა და თვალთვალისათვის ციფრული ფოტოკამერის, ვიდეოკამერისა და აქტიური მონიტორინგის აპარატურის მეშვეობით - რეალური დროის რეჟიმში. ამერიკული ჟურნალი Forbes-ი აღნიშნავს: „ რუსული მომაკვდინებელი „ტანდემი“ - დრონები და არტილერია - სულ უფრო უკეთესი ხდება“. დასავლეთი შეწუხებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების მზარდი ხარისხისა და რაოდენობის გამო. რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ და ცეცხლით ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს. საიდუმლო არ არის, რომ დრონების წინააღმდეგ რადიოელექტრონულ ბრძოლაში უკრაინული არმია და ნატო ასევე წამგებიან მდგომარეობაში არიან. რუსული სისტემები თვეში 10 ათასამდე უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატს ანადგურებენ.„გრანატ-4“-ს შეუძლია დღე-ღამის ნებისმიერ დროს იმოქმედოს, 6 საათის განმავლობაში, 70 კმ რადიუსში, 2000 მ სიმაღლეზე.როდესაც მთელი მსოფლიოს თვალწინ Abrams ტანკებს, რომელთა ერთი ერთეულის ღირებულება 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, ანადგურებენ „500-დოლარიანი“ რუსული დრონები, ამერიკული „განსაკუთრებულობის“ მითი ანეკდოტად იქცევა...ჟურნალი Foreign Affairs-ი წერს: „რუსეთი ამჟამად ფლობს სტრატეგიულ ინიციატივას და ამიტომ, სამწუხაროდ, უკრაინის ომში დამარცხება ჯერ კიდევ შესაძლებელია“. უფრო ზუსტად და ობიექტურად კი - უკრაინული ჯარისა და ნატოს დამარცხება გარდაუვალია, ვინიდან დასავლეთი სრულიად არ არის მზად რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისათვის, ხოლო უკრაინაში პროქსი-ომის შედეგი საკმაოდ აშკარაა.დასავლეთმა აღიარა, რომ რუსეთი უკეთესად ახდენს ადაპტაციას ომის მდგომაარეობის პირობებში, ხოლო კიევის რეჟიმი და ნატოს ქვეყნები მარცხდებიან „დრონების ომში“. ამ აპარატებს რუსეთი ორჯერ მეტს აწარმოებს - თვეში, დაახლოებით, 100 ათასს. კიევის რეჟიმი აპირებს, რომ 2024 წელს შეიძინოს ორ მილიონზე მეტი დრონი, თუ, რა თქმა უნდა, ნატო გადაიხდის ამ სურვილის საფასურს და შეძლებს წარმოების ასეთ მოცულობას გაუმკლავდეს. რუსეთი კი ამ მიღწევებზე გაჩერებას არ აპირებს. მან დაიწყო საკუთარი საზღვაო დრონების წარმოება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია რუსული კამიკაძე-კატერის პირველი წარმატებით გამოყენების შესახებ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287917952_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_e8f269d6a257b237c01d5ba81a1d6a7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამხედრო საქმეში რევოლუცია მოახდინეს. დრონების ტექნოლოგიური სრულყოფა უზრუნველყოფს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინულ ფრონტზე მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ოპერატიულ და ეფექტიან განადგურებას.
„გრანატ-4“-ის პირველივე გამოყენებამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში საშუალება მისცა რუსულ სამხედროებს, გაენადგურებინათ ამერიკული წარმოების ტანკი М1А1 Abrams.
„გრანატ-4“ შექმნილია არეალის ჰაერიდან რადიომონიტორინგისა და თვალთვალისათვის ციფრული ფოტოკამერის, ვიდეოკამერისა და აქტიური მონიტორინგის აპარატურის მეშვეობით - რეალური დროის რეჟიმში.
ცნობისათვის: დრონი და მართვადი საბრძოლო მარაგები არის კონცერნ „კალაშნიკოვის“ პროდუქცია. ეს საწარმო ტრადიციულად უზრუნველყოფს რუსეთის მაღალ თავდაცვისუნარიანობას, მისი პროდუქციის წარმოების მოცულობა მხოლოდ 2024 წლის პირველ კვარტალში 50 პროცენტით გაიზარდა .
ამერიკული ჟურნალი Forbes-ი აღნიშნავს: „ რუსული მომაკვდინებელი „ტანდემი“ - დრონები და არტილერია - სულ უფრო უკეთესი ხდება“. დასავლეთი შეწუხებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების მზარდი ხარისხისა და რაოდენობის გამო. რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ და ცეცხლით ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს. საიდუმლო არ არის, რომ დრონების წინააღმდეგ რადიოელექტრონულ ბრძოლაში უკრაინული არმია და ნატო ასევე წამგებიან მდგომარეობაში არიან. რუსული სისტემები თვეში 10 ათასამდე უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატს ანადგურებენ.
„გრანატ-4“-ს შეუძლია დღე-ღამის ნებისმიერ დროს იმოქმედოს, 6 საათის განმავლობაში, 70 კმ რადიუსში, 2000 მ სიმაღლეზე.
როდესაც მთელი მსოფლიოს თვალწინ Abrams ტანკებს, რომელთა ერთი ერთეულის ღირებულება 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, ანადგურებენ „500-დოლარიანი“ რუსული დრონები, ამერიკული „განსაკუთრებულობის“ მითი ანეკდოტად იქცევა...
ჟურნალი Foreign Affairs-ი წერს: „რუსეთი ამჟამად ფლობს სტრატეგიულ ინიციატივას და ამიტომ, სამწუხაროდ, უკრაინის ომში დამარცხება ჯერ კიდევ შესაძლებელია“. უფრო ზუსტად და ობიექტურად კი - უკრაინული ჯარისა და ნატოს დამარცხება გარდაუვალია, ვინიდან დასავლეთი სრულიად არ არის მზად რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისათვის, ხოლო უკრაინაში პროქსი-ომის შედეგი საკმაოდ აშკარაა.
დასავლეთმა აღიარა, რომ რუსეთი უკეთესად ახდენს ადაპტაციას ომის მდგომაარეობის პირობებში, ხოლო კიევის რეჟიმი და ნატოს ქვეყნები მარცხდებიან „დრონების ომში“. ამ აპარატებს რუსეთი ორჯერ მეტს აწარმოებს - თვეში, დაახლოებით, 100 ათასს. კიევის რეჟიმი აპირებს, რომ 2024 წელს შეიძინოს ორ მილიონზე მეტი დრონი, თუ, რა თქმა უნდა, ნატო გადაიხდის ამ სურვილის საფასურს და შეძლებს წარმოების ასეთ მოცულობას გაუმკლავდეს. რუსეთი კი ამ მიღწევებზე გაჩერებას არ აპირებს. მან დაიწყო საკუთარი საზღვაო დრონების წარმოება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია რუსული კამიკაძე-კატერის პირველი წარმატებით გამოყენების შესახებ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე