https://sputnik-georgia.com/20240515/kazanforum-sainvesticio-da-inprastruqturuli-proeqtebis-gamopena-gaixsna-287940043.html
KazanForum-ზე საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა გაიხსნა
KazanForum-ზე საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა გაიხსნა
Sputnik საქართველო
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება. 15.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-15T15:42+0400
2024-05-15T15:42+0400
2024-05-16T12:05+0400
რუსეთი
პოლიტიკა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287939874_0:157:3085:1892_1920x0_80_0_0_13345bde2a7081b65c073b77eabf70fe.jpg
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ყაზანში რიგით მე-15 ეკონომიკური ფორუმის „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum" ფარგლებში რუსეთის უმსხვილესი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა Russia Halal Expo გაიხსნა, იუწყება РИА Новости.როგორც პესოშინმა აღნიშნა, დღეს რუსეთის ეკონომიკის სიმძლავრე მიზნად ისახავს საწარმოო ძალების და მომსახურების სექტორის ფართომასშტაბიან ზრდას, ინფრასტრუქტურული ქსელის ფართო გაძლიერებას, მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას და ახალი თანამედროვე ინდუსტრიების შექმნას. მთელი ეს პოტენციალი წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენაზე Russia Halal Expo. მისი თქმით, გამოფენაში რუსეთის 11 ქვეყანა და 17 რეგიონი მონაწილეობს.Russia Halal Expo გამოფენა მოიცავს საინვესტიციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისლამურ ეკონომიკაში ორმხრივად მომგებიანი ტექნოლოგიური ალიანსების პრეზენტაციას, B2B პროექტებს, ისლამური ეკონომიკის ინიციატივებს და ა.შ.ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება. KazanForum არის პლატფორმა რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალური და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ფორუმმა 2023 წელს მიიღო ფედერალური სტატუსი. საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287939874_178:0:2909:2048_1920x0_80_0_0_d863b394b964d483a6c1680aa83c27cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
KazanForum-ზე საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა გაიხსნა
15:42 15.05.2024 (განახლებულია: 12:05 16.05.2024) ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება.
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ყაზანში
რიგით მე-15 ეკონომიკური ფორუმის „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum" ფარგლებში რუსეთის უმსხვილესი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა Russia Halal Expo გაიხსნა, იუწყება
РИА Новости.
„ისლამური სამყარო ყოველთვის იყო და რჩება რუსეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად. ბოლო წლებში ჩვენი ბიზნეს-კავშირები სტაბილურად იზრდება და ძლიერდება. საკმარისია ითქვას, რომ რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიზარდა 37%-ით და შეადგინა 156 მილიარდ დოლარზე მეტი“, - განაცხადა თათრეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი პესოშინმა გამოფენის გახსნაზე.
როგორც პესოშინმა აღნიშნა, დღეს რუსეთის ეკონომიკის სიმძლავრე მიზნად ისახავს საწარმოო ძალების და მომსახურების სექტორის ფართომასშტაბიან ზრდას, ინფრასტრუქტურული ქსელის ფართო გაძლიერებას, მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას და ახალი თანამედროვე ინდუსტრიების შექმნას. მთელი ეს პოტენციალი წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენაზე Russia Halal Expo. მისი თქმით, გამოფენაში რუსეთის 11 ქვეყანა და 17 რეგიონი მონაწილეობს.
„ეს არის რუსეთის ფედერაციის რეგიონებისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის უდიდესი გამოფენა, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს ბიზნეს-პროექტების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, იგი არის პლატფორმა ფორუმის მონაწილეებს შორის კონსტრუქციული დიალოგისთვის“, -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
Russia Halal Expo გამოფენა მოიცავს საინვესტიციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისლამურ ეკონომიკაში ორმხრივად მომგებიანი ტექნოლოგიური ალიანსების პრეზენტაციას, B2B პროექტებს, ისლამური ეკონომიკის ინიციატივებს და ა.შ.
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება. KazanForum არის პლატფორმა რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალური და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ფორუმმა 2023 წელს მიიღო ფედერალური სტატუსი. საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი.