ჰალალის პროდუქციის ექსპორტის კუთხით რუსეთი შეიძლება ლიდერი გახდეს

© АНО "Дирекция спортивных и социальных проектов" / გადასვლა მედიაბანკშიKAZANFORUM 2024
KAZANFORUM 2024 - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2024
გამოწერა
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება.
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. რუსეთს შეუძლია გახდეს ლიდერი ჰალალის პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, განაცხადა РИА Новости-თან რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა სერგეი კატირინმა, რომელიც ყაზანში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმს „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum" ესწრება.
„2018-დან 2023 წლამდე პერიოდში რუსეთმა ჰალალის პროდუქტების ექსპორტი ჯამში 38%-ით გაზარდა. მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი მაჩვენებლის ვარდნის ნიველირებისთვის, სამომავლოდ ჩვენი მიზანია, რომ ჰალალის პროდუქციის ისეთ წამყვან ექსპორტიორ-ქვეყნებს შორის, როგორიცაა ბრაზილია, ინდოეთი, აშშ და ავსტრალია, რუსეთი გახდეს ლიდერი ქვეყანა. გამორიცხული არაა, რომ ეს ხუთი წლის განმავლობაში მოხდეს", - განაცხადა კატირინმა.
მისი თქმით, მრეწველობის გასავითარებლად მთელი რიგი ღონისძიებები უნდა გატარდეს. მათ შორის კატირინმა გამოყო ჰალალის ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავებისთვის ხელსაყრელი კლიმატის შექმნა, სერტიფიცირების ცენტრების გაფართოება პროდუქციის ჰალალის სტანდარტებთან შესაბამისობის შესამოწმებლად, საქონლის შენახვის, ტრანსპორტირებისა და გადაზიდვისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება, ჰალალის პროდუქტების წარმოებაში მსოფლიო ლიდერებთან სტრატეგიული პარტნიორობა და ა.შ.
„რუსული ჰალალის პროდუქტების აქტიურ პოპულარიზაციას უცხოურ ბაზრებზე შეუძლია უზრუნველყოს მონაწილეობა გამოფენებსა და ბაზრობებში, ასევე თანამშრომლობა რუსეთის სავაჭრო მისიებთან და საელჩოებთან საზღვარგარეთ”, - განაცხადა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა.
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება. KazanForum არის პლატფორმა რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალური და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ფორუმმა 2023 წელს მიიღო ფედერალური სტატუსი. საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი.
ყველა ახალი ამბავი
0