საქართველოში ფსტის კარგ მოსავალს ერლოდებიან

© photo: Sputnik / Станислав Корытниковფსტა
ფსტა - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2024
გამოწერა
მიმდინარე წელს მოსალოდნელია რამდენიმე ათეული ტონა ფსტის აღება, რომლის მცირე რაოდენობაც ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გავა
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მიმდინარე წელს ქართველი ფერმერები ფსტის (ფისტა) კარგ მოსავალს ელიან - პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე მასობრივად გამოჩნდება და საერთაშორისო ბაზარზეც გავა, განაცხადა საქართველოს ფსტას ასოციაციის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.
საქართველოში ფსტის წარმოებას 7-8-წლიანი ისტორია აქვს. ამჟამად ქვეყანაში ფსტის ბაღები ათას ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული და ეს ფართობები ყოველწლიურად იზრდება. ამ დარგის ექსპერტების აზრით, საქართველოში ფსტას წარმოებისთვის ნიადაგური და კლიმატური პირობები განსაკუთრებით კარგია კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
„2024 წელს ჩვენ ველოდებით წარმოებისწ ორჯერ გაზრდას, რაც შექმნის იმის მოლოდინს, რომ ქვეყანა შეძლებს არამარტო ჩაანაცვლოს იმპორტირებული პროდუქცია, არამედ ექსპორტზეც გაიტანოს იგი. ეს წელი გახდება პირველი წელი, როცა ქართული ფსტა მასობრივად გამოჩნდება ქსელურ მარკეტებში", - განაცხადა ანგურიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში.
მისი თქმით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია რამდენიმე ათეული ტონა ფსტის აღება, რომლის მცირე რაოდენობაც ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გავა, ვინაიდან ადგილობრივ მოსახლეობას მაღალი მსყიდველობითი უნარი აქვს.
ამჟამად მსოფლიოში ფსტას უმსხვილესი მწარმოებლები არიან აშშ, ირანი და თურქეთი. ასოციაციას მიაჩნია, რომ ქართული ფისტას ხარისხიდან გამომდინარე, მას აქვს პოტენციალი, რომ იყოს კონკურენტუნარიანი.
„სხვადასხვა კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი პირობები ფსტას წარმოებისთვის, როგორც ნიადაგური, ასევე კლიმატური თვალსაზრისით, ამიტომაც წარმოებული პროდუქცია მაღალი ხარისხისაა“, - განაცხადა ანგურიძემ.
გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება ცნობადობა და მოთხოვნა ფსტაზე, როგორც თხილის კულტურაზე, რის შედეგადაც, როგორც ამ კულტურის მოშენებით დაინტერესებული ფერმერების, ასევე ფსტას ბაღების რაოდენობა იზრდება.
თავად ფერმერების პროგნოზით, უახლოეს 2-3 წელიწადში იმპორტირებული პროდუქციის 80%-ით ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი.
ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ეკონომიკას შეუძლია დიდი სარგებლობა მიიღოს ფსტას ინდუსტრიის განვითარებით, რადგანაც ფსტა ითვლება მაღალი ღირებულების პროდუქტად. ამჟამად საერთაშორისო ბაზრებზე ერთი კილოგრამი ფსტას ფასი 10 დოლარიდან იწყება და ხარისხის მიხედვით იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0