https://sputnik-georgia.com/20240514/raw-wine-tokyo-iaponiashi-marnis-gvinoebi-waradgines-287898955.html
RAW Wine Tokyo: იაპონიაში ქართული მარნის ღვინოები წარადგინეს
RAW Wine Tokyo: იაპონიაში ქართული მარნის ღვინოები წარადგინეს
Sputnik საქართველო
ქართული ღვინო იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარადგინეს. 14.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-14T15:39+0400
2024-05-14T15:39+0400
2024-05-14T15:39+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
იაპონია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2a737823f14d05454c976c2467d62e99.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში RAW Wine Tokyo ქართული ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.ქართული ღვინო გამოფენაზე RAW Wine Tokyo ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარადგინეს.უწყების ცნობით, გამოფენის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურის შესახებ.გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინო მასშტაბურად პირველად 2014 წელს წარადგინეს. შემდგომ წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში.გასული წლის ოქტომბერში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია, რომელსაც 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები.2019 წელს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, ორი თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია Red Bridge-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ-ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d0e4d5f6798ca7ef2df4fc08bb765c0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, იაპონია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, იაპონია , საზოგადოება, ახალი ამბები
RAW Wine Tokyo: იაპონიაში ქართული მარნის ღვინოები წარადგინეს
ქართული ღვინო იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარადგინეს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში RAW Wine Tokyo ქართული ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინო გამოფენაზე RAW Wine Tokyo ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარადგინეს.
გამოფენაში მონაწილება მიიღე ქართულმა მარნებმა -„კასრელი ვაინერი“, „იორა“, „ნადელები“, „გაბრიელის ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „დორემი“, „ბაღდათი ისთეითი და „ანბანი“.
უწყების ცნობით, გამოფენის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურის შესახებ.
გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინო მასშტაბურად პირველად 2014 წელს წარადგინეს. შემდგომ წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში.
გასული წლის ოქტომბერში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია, რომელსაც 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები.
2019 წელს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, ორი თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.
ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია Red Bridge-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.
იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ-ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.