https://sputnik-georgia.com/20240514/peskovi-ruseti-saqartvelos-shida-saqmeebshi-charevas-ar-gegmavs-287904282.html
პესკოვი: რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ გეგმავს
პესკოვი: რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ გეგმავს
Sputnik საქართველო
პრეს-სპიკერის თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ეს საქართველოს საქმეა 14.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-14T17:52+0400
2024-05-14T17:52+0400
2024-05-14T17:52+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268622362_0:0:3020:1699_1920x0_80_0_0_351d3ccd77082fd6740aa7870644e5ce.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე მოვლენები - ეს ქვეყნის შიდა საქმეა და რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს მასში ჩარევას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. აქციებში მონაწილებენ რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ, ხელისუფლებას კი საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ. ევროკავშირი, აშშ, ნატო და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ კანონპროექტი.როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კრემლში ხედავენ როგორც საქართველოს ხელისუფლების სურვილს აღკვეთოს მის შიდა საქმეებში ჩარევა, ისე ჩარევის მცდელობებს.მეორე მხრივ, ვხედავთ საქართველოს საშინაო საქმეებში დაუფარავ ჩარევას, აღნიშნა მან.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268622362_291:0:3020:2047_1920x0_80_0_0_5e112dd5cfd809eb46479139499dd938.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
პესკოვი: რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ გეგმავს
პრეს-სპიკერის თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ეს საქართველოს საქმეა
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე მოვლენები - ეს ქვეყნის შიდა საქმეა და რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს მასში ჩარევას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. აქციებში მონაწილებენ რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ, ხელისუფლებას კი საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ. ევროკავშირი, აშშ, ნატო და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ კანონპროექტი.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ეს აბსოლუტურად საქართველოს შიდა საქმეა და ჩვენ არანაირი ფორმით არ გვსურს მასში ჩარევა", - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კრემლში ხედავენ როგორც საქართველოს ხელისუფლების სურვილს აღკვეთოს მის შიდა საქმეებში ჩარევა, ისე ჩარევის მცდელობებს.
„ერთის მხრივ, ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ხელისუფლების ძლიერ სურვილს, თავისი ქვეყანა მის შიდა საქმეებში აშკარა ჩარევისგან დააზღვიოს, როგორც ამას მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აკეთებს", - განაცხადა პესკოვმა.
მეორე მხრივ, ვხედავთ საქართველოს საშინაო საქმეებში დაუფარავ ჩარევას, აღნიშნა მან.
„ჩვენ გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების მუქარაც, თუ ისინი ამა თუ იმ კანონს მიიღებენ. მაშ, რა არის ეს, თუ არა საქართველოს საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევა?", - განაცხადა პესკოვმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.