https://sputnik-georgia.com/20240514/parlamentma-ucxouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesaxeb-kanoni-miiges-287899224.html
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო
Sputnik საქართველო
თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება 14.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-14T15:52+0400
2024-05-14T15:52+0400
2024-05-14T16:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282965275_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_0b22cd2ac8dc7b2bcc18d4fc9bc76c4f.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.პლენარული სხდომა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვენ სკანდალური კანონის გაწვევას და დეპუტატებს, ვინც მას ხმა მისცეს, „მონებს“ უწოდებენ. აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და კანონპროექტის სხვა ოპონენტები.თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება - აქციებში მონაწილებას იღებენ რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ, ხელისუფლებას კი საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ. ევროკავშირი, აშშ, ნატო და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ კანონპროექტი.სადავო კანონპროექტიკანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:უცხოური ძალა არის:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282965275_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_15e4e8e91bf0e5446a756ad5c58a0cda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო
15:52 14.05.2024 (განახლებულია: 16:00 14.05.2024) თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
პლენარული სხდომა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვენ სკანდალური კანონის გაწვევას და დეპუტატებს, ვინც მას ხმა მისცეს, „მონებს“ უწოდებენ. აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და კანონპროექტის სხვა ოპონენტები.
თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება - აქციებში მონაწილებას იღებენ რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ, ხელისუფლებას კი საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ. ევროკავშირი, აშშ, ნატო და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ კანონპროექტი.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.