რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შეხვედრაზე?

© Government of Georgia Сourtesy of Georgian Governmentჯიმ ო'ბრაიენის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა
ჯიმ ო'ბრაიენის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2024
გამოწერა
კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთობებით, თუმცა, მოითხოვს ორმხრივ სამართლიან ურთიერთობებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზე.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებაში, რაც მოითხოვს ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან მოპყრობას“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე გაიმართა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის ბოლო რამდენიმე წლის პროცესებზე და მხარეებმა ამ თემაზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
მსჯელობის კიდევ ერთი საკითხი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.
„კობახიძემ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯიმ ო'ბრაიენი შეხვედრებს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
ო'ბრაიენს „ქართული ოცნების" დამფუძნებელთან და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, რაზეც უარი მიიღო.
სადავო კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს, სამშაბათს მიიღეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებით ისარგებლებს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, ვეტოს ფარგლებში პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებით განახლებული პროექტი განხილვის თაობაზე. თუ სალომე ზურაბიშვილი ასეთ შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას და არც საერთაშორისო პარტნიორებს, აღნიშნა მან. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს „ამ თამაშში შესვლას კანონის გაკეთილშობილების მიზნით“.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ყველა ახალი ამბავი
0