https://sputnik-georgia.com/20240514/jim-obraienma-saqartvelos-winaagmdeg-ashsh-sanqciebis-shemogebis-pirobebi-daasaxela-287914689.html
ო'ბრაიენმა საქართველოს წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემოღების პირობები დაასახელა
ო'ბრაიენმა საქართველოს წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემოღების პირობები დაასახელა
Sputnik საქართველო
სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა შეიტანოს ცვლილებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში 14.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-14T22:00+0400
2024-05-14T22:00+0400
2024-05-14T22:10+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287914155_0:150:2048:1302_1920x0_80_0_0_6db91c802d132b12f3130ce87c0632f3.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. აშშ შეზღუდვების სახით ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იგივე ფორმით დარჩება, როგორც ახლა, ქვეყანაში დაიწევს დემოკრატიის დონე და იქნება ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო'ბრაიენმა.14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებით ისარგებლებს, თუმცა პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, დაძლიოს იგი.ამასთან, მან განმარტა, თუ რა შეზღუდვები შეიძლება იქნას გამოყენებული საქართველოსთან მიმართებით.„პირველი რიგში ეს შეზღუდვები შეეხება ფინანსურ მხარეს. მეორე მხრივ, ეს იქნება სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ქმედებებზე", - განაცხადა ო'ბრაიენმა.მისი თქმით, თუ კანონი ვერ დააკმაყოფილებს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს და გაგრძელდება მკვეთრი რიტორიკა აშშ-სა და დასავლეთის წინააღმდეგ, „ბუნებრივია, ეს იქნება სახიფათო და სარისკო ჩვენი პარტნიორობისთვის“.სკანდალური კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287914155_57:0:1992:1451_1920x0_80_0_0_e399a4525a2be6e29008fc42131e6d6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
ო'ბრაიენმა საქართველოს წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემოღების პირობები დაასახელა
22:00 14.05.2024 (განახლებულია: 22:10 14.05.2024) სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა შეიტანოს ცვლილებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. აშშ შეზღუდვების სახით ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იგივე ფორმით დარჩება, როგორც ახლა, ქვეყანაში დაიწევს დემოკრატიის დონე და იქნება ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო'ბრაიენმა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებით ისარგებლებს, თუმცა პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, დაძლიოს იგი.
„თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, მაშინ ჩვენ ვიხილავთ აშშ-ის მიერ დაწესებულ გარკვეულ შეზღუდვებს", - განაცხადა ო'ბრაიენმა.
ამასთან, მან განმარტა, თუ რა შეზღუდვები შეიძლება იქნას გამოყენებული საქართველოსთან მიმართებით.
„პირველი რიგში ეს შეზღუდვები შეეხება ფინანსურ მხარეს. მეორე მხრივ, ეს იქნება სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ქმედებებზე", - განაცხადა ო'ბრაიენმა.
მისი თქმით, თუ კანონი ვერ დააკმაყოფილებს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს და გაგრძელდება მკვეთრი რიტორიკა აშშ-სა და დასავლეთის წინააღმდეგ, „ბუნებრივია, ეს იქნება სახიფათო და სარისკო ჩვენი პარტნიორობისთვის“.
სკანდალური კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.