https://sputnik-georgia.com/20240514/ivanishvilma-braientan-shexvedraze-uari-ganacxada-287896991.html
რატომ არ ხვდება ივანიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს?
რატომ არ ხვდება ივანიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს?
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. 14.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-14T11:00+0400
2024-05-14T11:00+0400
2024-05-14T11:11+0400
საქართველო
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287635023_340:405:2048:1366_1920x0_80_0_0_31256c961f85bf4f1351f4e4e18197be.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ჩამოდის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.კობახიძის თქმით, მისთვის უცნობია რა საკითხერბს განიხილავს ო’ბრაიენი საქართველოში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახდეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორი საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტით ჩამოდის.ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვას, ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების შესაძლო დაწესების ფონზე, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებას.კობახიძის თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილებას აშშ-ის სახდეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე თქვას უარი „თავისი ახსნა" აქვს.„გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე... ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე - ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ", - განაცხადა კობახიძემ.პრემიერმა გაიხსენა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან და მისსატრასტო კომპანიებთან ივანიშვილის სასამართლო დავა.მისი თქმით, შანტაჟმა და მუქარამ ვერ იმუშავა 2022 წლის მარტში, როდესაც უკრაინასთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ ივანიშვილს თანხები გაუყინეს და არ იმუშაევბს ახლაც.„ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯს", - განაცხადა პრემიერმა.ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287635023_714:365:2048:1366_1920x0_80_0_0_74724e544399dd04b05f6e392088a19b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ახალი ამბები
რატომ არ ხვდება ივანიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს?
11:00 14.05.2024 (განახლებულია: 11:11 14.05.2024) პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ჩამოდის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
კობახიძის თქმით, მისთვის უცნობია რა საკითხერბს განიხილავს ო’ბრაიენი საქართველოში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახდეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორი საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტით ჩამოდის.
„პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად. რაც შეეხება კონკრეტულად ო’ბრაიენის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა", - განაცხადა კობახიძემ.
ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვას, ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების შესაძლო დაწესების ფონზე, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებას.
კობახიძის თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილებას აშშ-ის სახდეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე თქვას უარი „თავისი ახსნა" აქვს.
„გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე... ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე - ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა გაიხსენა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან და მისსატრასტო კომპანიებთან ივანიშვილის სასამართლო დავა.
„გაყინულია მისი 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა „გლობალური ომის პარტიის" ხელში. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, შანტაჟმა და მუქარამ ვერ იმუშავა 2022 წლის მარტში, როდესაც უკრაინასთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ ივანიშვილს თანხები გაუყინეს და არ იმუშაევბს ახლაც.
„ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯს", - განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.
2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.