https://sputnik-georgia.com/20240514/gamchvirvalobis-shesaxeb-kanons-protestis-ponze-igeben-287902052.html
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პროტესტის ფონზე მსჯელობენ
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პროტესტის ფონზე მსჯელობენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონოპროექტი უნდა... 14.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-14T12:51+0400
2024-05-14T12:51+0400
2024-05-14T13:34+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287898593_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_47bc8f202ee4ceca0932a3c939b64892.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონოპროექტი უნდა მიიღონ, ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.სხდომათა დარბაზში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს აყენებენ, პერიოდულად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის.პარლამენტის ეზოში, ისევე როგორც შენობის გარეთ მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლები. ბიუროს სხდომის დაწყებისთანავე პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, რათა დეპუტატებს შენობაში შეუფერხებლად შესვლის საშუალება ჰქონოდათ.აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდობაა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ნაწილმა გაფიცვა გამოაცხადა და ლექციებს არ ესწრება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287898593_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a9d0dec390d3c6e8af8c3d5c32ddcf89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონოპროექტი უნდა მიიღონ, ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
სხდომათა დარბაზში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს აყენებენ, პერიოდულად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის.
პარლამენტის ეზოში, ისევე როგორც შენობის გარეთ მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლები. ბიუროს სხდომის დაწყებისთანავე პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, რათა დეპუტატებს შენობაში შეუფერხებლად შესვლის საშუალება ჰქონოდათ.
აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდობაა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ნაწილმა გაფიცვა გამოაცხადა და ლექციებს არ ესწრება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.