https://sputnik-georgia.com/20240513/tbilisshi-garemos-dabinzurebis-134-paqti-gamoavlines-287892164.html
თბილისში გარემოს დაბინძურების 100-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
თბილისში გარემოს დაბინძურების 100-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ქალაქის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოს დაბინძურებას საშიში სამედიცინო და სამშენებლო ნარჩენებით. 13.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-13T23:37+0400
2024-05-13T23:37+0400
2024-05-13T23:37+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1e/249862190_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_839e3d58b050ac3f8b906f05f0f01cf1.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2024 წელს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 134 ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მერიის ინფორმაციით, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდა, გარდა ამისა, მათ დაევალათ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების დასუფთავება.ბოლო პერიოდში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზაზე, ვაზისუბანში, წყნეთის გზატკეცილზე, გელოვანის, შატილის, გულუასა და მაჭავარიანის ქუჩებზე.მისი თქმით, უწყება გარემოს დანაგვიანებისა და ლანდშაფტური ცვლილების ფაქტებზე რეაგირებას მომავალშიც აქტიურად განახორციელებს. ამასთან, ჩიქოვანმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენები სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში, კანონის ფარგლებში განათავსონ.საქართველოში სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 5 ათასი ლარია, იურიდიული პირისთვის კი - 10 ათასი ლარი. რაც შეეხება სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების შემთხვევებს, ფიზიკური პირი ექვემდებარება დაჯარიმებას 5000 ლარით, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით. 2020 წელს საქართველოში სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის გაიზარდა 25-ჯერ, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 10-ჯერ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1e/249862190_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_401b04ada4d5883f99cd8a53353eb186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში გარემოს დაბინძურების 100-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
ქალაქის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოს დაბინძურებას საშიში სამედიცინო და სამშენებლო ნარჩენებით.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2024 წელს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 134 ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდა, გარდა ამისა, მათ დაევალათ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების დასუფთავება.
ბოლო პერიოდში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზაზე, ვაზისუბანში, წყნეთის გზატკეცილზე, გელოვანის, შატილის, გულუასა და მაჭავარიანის ქუჩებზე.
„სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების ფაქტების აღკვეთა და რეკრეაციული სივრცეების დაცვა მუნიციპალური ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით ქმედით ღონისძიებებს ვახორციელებთ, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით", - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, უწყება გარემოს დანაგვიანებისა და ლანდშაფტური ცვლილების ფაქტებზე რეაგირებას მომავალშიც აქტიურად განახორციელებს. ამასთან, ჩიქოვანმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენები სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში, კანონის ფარგლებში განათავსონ.
საქართველოში სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 5 ათასი ლარია, იურიდიული პირისთვის კი - 10 ათასი ლარი. რაც შეეხება სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების შემთხვევებს, ფიზიკური პირი ექვემდებარება დაჯარიმებას 5000 ლარით, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით. 2020 წელს საქართველოში სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის გაიზარდა 25-ჯერ, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 10-ჯერ.