https://sputnik-georgia.com/20240513/ramdeni-piri-daakaves-aqciaze-287882258.html
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: აქციის რამდენი მონაწილე დააკავა პოლიციამ?
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: აქციის რამდენი მონაწილე დააკავა პოლიციამ?
Sputnik საქართველო
სკანდალური კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა პარლამენტში 09:00 საათზე იწყება 13.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-13T07:47+0400
2024-05-13T07:47+0400
2024-05-13T08:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287879290_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4b84489ce0f00c531504e75a33185692.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. პოლიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთი მონაწილე მას შემდეგ დააკავა, რაც მომიტინგეებმა ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე, საკანონმდებლო შენობის სამსახურის შესასვლელთან, ბოთლების სროლა და ძალოვანების შეურაცხყოფა დაიწყეს.ადგილზე შსს-ის ძალები დაახლოებით 05:00 საათზე გამოჩნდნენ და პარლამენტის შენობის შესასვლელის გათავისუფლების შესახებ აქციის მონაწილეებისადმი უშედეგო მოწოდების შემდეგ, დემონსტრანტებისგან ტერიტორია გაათავისუფლეს.ორშაბათს, 09:00 საათზე დაიწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება. პლენარული სხდომა სამშაბათს, 14 მაისს არის ჩანიშნული.კვირას, 22:00 საათზე დაწყებული საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის პერიოდულად ხდება დაპირისპირება.თავისუფლების მოედანთან, 9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანა.აქციის მონაწილეებს შორის არიან პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის დეპუტატები. ისინი ძალოვანების ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ. მომიტინგეები პერიოდულად სკანდირებენ „მონებო".კვირას, საღამოს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდა - არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელ-გამოსასვლელების ბლოკირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აამოქმედებს - 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287879290_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_594a118aa88e0cbafb9a8f6309be5c87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: აქციის რამდენი მონაწილე დააკავა პოლიციამ?
07:47 13.05.2024 (განახლებულია: 08:00 13.05.2024) სკანდალური კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა პარლამენტში 09:00 საათზე იწყება
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. პოლიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთი მონაწილე მას შემდეგ დააკავა, რაც მომიტინგეებმა ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე, საკანონმდებლო შენობის სამსახურის შესასვლელთან, ბოთლების სროლა და ძალოვანების შეურაცხყოფა დაიწყეს.
ადგილზე შსს-ის ძალები დაახლოებით 05:00 საათზე გამოჩნდნენ და პარლამენტის შენობის შესასვლელის გათავისუფლების შესახებ აქციის მონაწილეებისადმი უშედეგო მოწოდების შემდეგ, დემონსტრანტებისგან ტერიტორია გაათავისუფლეს.
ორშაბათს, 09:00 საათზე დაიწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება. პლენარული სხდომა სამშაბათს, 14 მაისს არის ჩანიშნული.
კვირას, 22:00 საათზე დაწყებული საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის პერიოდულად ხდება დაპირისპირება.
თავისუფლების მოედანთან, 9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანა.
აქციის მონაწილეებს შორის არიან პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის დეპუტატები. ისინი ძალოვანების ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ. მომიტინგეები პერიოდულად სკანდირებენ „მონებო".
კვირას, საღამოს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდა - არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელ-გამოსასვლელების ბლოკირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აამოქმედებს - 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.