https://sputnik-georgia.com/20240513/ramdeni-obieqti-ashenda-saqartveloshi-287881473.html
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე. 13.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-13T11:50+0400
2024-05-13T11:50+0400
2024-05-13T11:50+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:63:960:603_1920x0_80_0_0_48b8fc3aa23b19a17c11165ab287d895.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 805,1 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 841 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 49,2%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 22,1%-ით გაიზარდა.2023 წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.2024 წლის პირველ კვარტალში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 2,3 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 2,5 ათასი ნებართვა გასცეს.2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 13,5%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 37%-ით გაიზარდა.გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 74,3% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:80:960:800_1920x0_80_0_0_b7c9211158598e0298b7251eb8180980.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 805,1 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 841 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 49,2%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 22,1%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.
2024 წლის პირველ კვარტალში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 2,3 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 2,5 ათასი ნებართვა გასცეს.
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 13,5%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 37%-ით გაიზარდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 74,3% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.