https://sputnik-georgia.com/20240513/carieli-auditoriebi-studentebi-gamchvirvalobis-shesaxeb-kanons-aprotesteben-287887379.html
ცარიელი აუდიტორიები - სტუდენტები „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებენ
ცარიელი აუდიტორიები - სტუდენტები „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებენ
Sputnik საქართველო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვაში 30-მდე უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობს 13.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-13T17:50+0400
2024-05-13T17:50+0400
2024-05-13T17:50+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
განათლება საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0d/249201188_279:229:1432:877_1920x0_80_0_0_a3a7f8ab3f82f5d2829dffebb95a6fad.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ნაწილმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების წინააღმდეგ გამოდიან, გაფიცვა გამოაცხადა და საპროტესტო აქციას შეუერთდა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვაში 30-მდე უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობს. მიუხედავად საპროტესტო აქციისა და კანონპროექტის გაწვევის შესახებ მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა იგი მესამე მოსმენით მაინც მიიღო. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც იგეგმება კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღება, სამშაბათს, 14 მაისს არის დაგეგმილი. აღნიშნული ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება და იგი ხვალაც გაგრძელდება.გაფიცვას შეუერთდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა უარი განაცხადეს აუდიტორიებში შესვლაზე. მათი თქმით, ვიდრე კანონპროექტს არ გაიწვევენ, ისინი ლექციებს არ დაესწრებიან.გაფიცვას შეუერთდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. გაფიცვის ტალღას ბათუმში შეუერთდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტების ნაწილი. მათ უნივერსიტეტების ადმინისტრაციას და ყველა სტუდენტს გაფიცვისკენ მოუწოდეს.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გაფიცვას თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილმა დაუჭირა მხარი. ზოგიერთმა ლექტორმა სოციალურ ქსელში ცარიელი აუდიტორიის ფოტო გამოაქვეყნა.გაფიცვას შეუერთდნენ ილიას უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაში იღებენ მონაწილეობას.თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0d/249201188_415:216:1296:877_1920x0_80_0_0_4157e9e81e4a3d836939d2c27ddde2e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, განათლება საქართველოში , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, განათლება საქართველოში , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ცარიელი აუდიტორიები - სტუდენტები „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებენ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვაში 30-მდე უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობს
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ნაწილმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების წინააღმდეგ გამოდიან, გაფიცვა გამოაცხადა და საპროტესტო აქციას შეუერთდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვაში 30-მდე უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობს. მიუხედავად საპროტესტო აქციისა და კანონპროექტის გაწვევის შესახებ მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა იგი მესამე მოსმენით მაინც მიიღო. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც იგეგმება კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღება, სამშაბათს, 14 მაისს არის დაგეგმილი. აღნიშნული ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება და იგი ხვალაც გაგრძელდება.
გაფიცვას შეუერთდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა უარი განაცხადეს აუდიტორიებში შესვლაზე. მათი თქმით, ვიდრე კანონპროექტს არ გაიწვევენ, ისინი ლექციებს არ დაესწრებიან.
გაფიცვას შეუერთდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
„ჩვენ ვუერთდებით სტუდენტთა საერთო პროტესტს ქვეყანაში და ვტოვებთ აუდიტორიებს“, - განაცხადეს სტუდენტებმა.
გაფიცვის ტალღას ბათუმში შეუერთდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტების ნაწილი. მათ უნივერსიტეტების ადმინისტრაციას და ყველა სტუდენტს გაფიცვისკენ მოუწოდეს.
„ლექტორებო, გამოდით, დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით“, - მიმართეს გაფიცულმა სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გაფიცვას თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილმა დაუჭირა მხარი. ზოგიერთმა ლექტორმა სოციალურ ქსელში ცარიელი აუდიტორიის ფოტო გამოაქვეყნა.
„ცხოვრებაში პირველად შევედი ცარიელ აუდიტორიაში. რატომ? ძნელი მისახვედრი არ არის. ძალიან, ძალიან ვამაყობ ჩვენი სტუდენტებით“, - დაწერა სოციალურ ქსელში თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორმა, პროფესორი გიორგი მელაშვილმა.
გაფიცვას შეუერთდნენ ილიას უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაში იღებენ მონაწილეობას.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.