https://sputnik-georgia.com/20240512/saqartveloshi-andria-pirvelwodebulis-xsenebis-dge-aginishneba-287862435.html
საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე აღინიშნება
საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა, შემდეგ კი მისიონერული... 12.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-12T15:51+0400
2024-05-12T15:51+0400
2024-05-12T15:51+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260403955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a8db6eac263b1d455a70422187cda541.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და ოფიციალურად უქმე დღეა.12 მაისს საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.ღვთისმშობლის წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა ჩატარდა.ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა. 2019 წლის 8 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ. გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, თუ ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა. მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.ანუ, მართალია, საქართველოში ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, თუმცა ითვლება, რომ ანდრია მოციქული ღვთისმშობლის დავალებას ასრულებდა, ღვთისმშობლისთვის ხვდომილ საქმეს ასრულებდა, ანუ საქართველოს საპატრიარქო ტახტი დედაღვთისას დადგენილია ანდრია პირველწოდებულის ხელით. ანუ საქართველოს ეკლესია ღვთისმშობლის მიერაა შექმნილი.როგორც ცნობილია, ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა, შემდეგ კი მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.
https://sputnik-georgia.com/20240512/kviracxovloba-tomas-kvireuli-287859878.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260403955_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4320052efd27012e6cf1246d41e47431.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე აღინიშნება
გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა, შემდეგ კი მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და ოფიციალურად უქმე დღეა.
12 მაისს საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.
ღვთისმშობლის წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა ჩატარდა.
ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა. 2019 წლის 8 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.
გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, თუ ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა. მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.
ანუ, მართალია, საქართველოში ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, თუმცა ითვლება, რომ ანდრია მოციქული ღვთისმშობლის დავალებას ასრულებდა, ღვთისმშობლისთვის ხვდომილ საქმეს ასრულებდა, ანუ საქართველოს საპატრიარქო ტახტი დედაღვთისას დადგენილია ანდრია პირველწოდებულის ხელით. ანუ საქართველოს ეკლესია ღვთისმშობლის მიერაა შექმნილი.
როგორც ცნობილია, ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.
გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა, შემდეგ კი მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.