https://sputnik-georgia.com/20240512/premieri-saprotesto-aqciebze-provokaciebs-gegmaven-287872382.html
პრემიერი: საპროტესტო აქციებზე პროვოკაციებს გეგმავენ
პრემიერი: საპროტესტო აქციებზე პროვოკაციებს გეგმავენ
Sputnik საქართველო
პრემიერმა ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები გააფრთხილა, რომ ძალადობისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს 12.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-12T19:51+0400
2024-05-12T19:51+0400
2024-05-12T20:31+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0c/287869256_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_321906738f36799de052669e1bff2172.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს უტყუარი ინფორმაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ 13 და 14 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდული ჯგუფების მხრიდან დაგეგმილი ძალადობის შესახებ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას ორშაბათს, 13 მაისს მიუბრუნდება. პლენარული სხდომა 14 მაისს არის ჩანიშნული.პრემიერმა ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები გააფრთხილა, რომ ძალადობისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს და ამასთან სამართალდამცველებს მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა.„მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთან, მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით", - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, ძალადობის მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამართალდამცველები უფრო მაღალი სტანდარტებით მოქმედებენ, ვიდრე აშშ-სა და ევროპაში.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობაზე რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის.„საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ ნებისმიერი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციის მიერ მათ მიერ დაგეგმილი ძალადობის გადასაფარად იქნება გამოყენებული", - აღნიშნა კობახიძემ.პრემიერის თქმით, ძალადობა, რომლის განხორციელებასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმავენ, დაუსჯელი არ დარჩება.თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0c/287869256_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_0d4a99387334cd713c35ca4e234876da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
პრემიერი: საპროტესტო აქციებზე პროვოკაციებს გეგმავენ
19:51 12.05.2024 (განახლებულია: 20:31 12.05.2024) პრემიერმა ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები გააფრთხილა, რომ ძალადობისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს უტყუარი ინფორმაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ 13 და 14 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდული ჯგუფების მხრიდან დაგეგმილი ძალადობის შესახებ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას ორშაბათს, 13 მაისს მიუბრუნდება. პლენარული სხდომა 14 მაისს არის ჩანიშნული.
„გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ", - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
პრემიერმა ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები გააფრთხილა, რომ ძალადობისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს და ამასთან სამართალდამცველებს მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა.
„მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთან, მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ძალადობის მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამართალდამცველები უფრო მაღალი სტანდარტებით მოქმედებენ, ვიდრე აშშ-სა და ევროპაში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობაზე რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის.
„საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ ნებისმიერი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციის მიერ მათ მიერ დაგეგმილი ძალადობის გადასაფარად იქნება გამოყენებული", - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ძალადობა, რომლის განხორციელებასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმავენ, დაუსჯელი არ დარჩება.
„დიდი ალბათობით, ისინი ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ვეღარ დაექვემდებარებიან შეწყალებას“, – განაცხადა პრემიერმა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.