https://sputnik-georgia.com/20240512/ilia-meore-mrevls-mimartavs-287871691.html
ილია მეორე: მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს
ილია მეორე: მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს
Sputnik საქართველო
კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მოუწოდებს საქრთველოსთვის ილოცოს 12.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-12T18:51+0400
2024-05-12T18:51+0400
2024-05-12T19:06+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. დღეს კვირაცხოვლობაა, გამორჩეული დღე და მინდა გთხოვოთ, რომ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვაში, რომელსაც საპატრიარქოს პრეს-სამსახური ავრცელებს.ქართული ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულსაც აღნიშნავს.კვირაცხოვლობა — აღდგომის განახლებაა, ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.როგორც ილია მეორემ ბრძანა, ამჟამად საქართველო თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას სურს, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად რთულია, რადგან „არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა - ყოვლადწმინდა სამება".„შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები
ილია მეორე: მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს
18:51 12.05.2024 (განახლებულია: 19:06 12.05.2024) კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მოუწოდებს საქრთველოსთვის ილოცოს
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. დღეს კვირაცხოვლობაა, გამორჩეული დღე და მინდა გთხოვოთ, რომ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვაში, რომელსაც საპატრიარქოს პრეს-სამსახური ავრცელებს.
ქართული ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულსაც აღნიშნავს.
კვირაცხოვლობა — აღდგომის განახლებაა, ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.
„გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს!", - ნათქვამია მიმართვაში.
როგორც ილია მეორემ ბრძანა, ამჟამად საქართველო თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას სურს, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად რთულია, რადგან „არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა - ყოვლადწმინდა სამება".
„შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს", - ნათქვამია განცხადებაში.