ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა: საქართველო 21-ე ადგილზეა

© www.eurovision.tvშვეიცარიის წარმომადგენელი Nemo - 2024 წლის ევროვიზიის გამარჯვებული
შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo - 2024 წლის ევროვიზიის გამარჯვებული - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2024
გამოწერა
რიგით 68-ე საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია-2024"-ის ფინალი შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართა,
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2024“-ის გამარჯვებულია შვეიცარიის წარმომადგენელი ნემო მეტლერი (Nemo) სიმღერით The Code — მან 591 ქულა დააგროვა.
რიგით 68-ე საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია-2024"-ის ფინალი შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართა, რადგან გასულ წელს გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tattoo გახდა.
მეორე ადგილი დაიკავა ხორვატიის წარმომადგენელმა Baby Lasagna-მ (იგივე მარკო პურიშიჩი). მისი შედეგია 547 ქულა. უკრაინული დუეტი Jerry Heil и Alyona Alyona 453 ქულით მესამე ადგილზეა.
© www.eurovision.tvხორვატიის წარმომადგენელი Baby Lasagna
Представитель Хорватии Baby Lasagna на Евровидении-2024 - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2024
ხორვატიის წარმომადგენელი Baby Lasagna
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ 21-ე ადგილი დაიკავა.
© Courtesy of Nutsa Buzaladze ნუცა ბუზალაძე
Представительница Грузии Нуца Бузаладзе на конкурсе Евровидение - 2024 - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2024
ნუცა ბუზალაძე
კონკურსის ფინალში მონაწილეობა მიიღო 25 ქვეყანამ: პირველი ნახევარფინალიდან 10 ქვეყანა, მეორე ნახევარფინალიდან 9 ქვეყანა (ნიდერლანდები დისკვალიფიცირებული იყო), დიდი ხუთეულის ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი) და მასპინძელი ქვეყანა - შვედეთი.
ყველა ახალი ამბავი
0