https://sputnik-georgia.com/20240511/usamartlo-damokidebuleba-parlamentis-tavmjdomarem-dasavleti-gaakritika-287857271.html
„უსამართლო დამოკიდებულებაა“ - პარლამენტის თავმჯდომარემ დასავლეთი გააკრიტიკა
„უსამართლო დამოკიდებულებაა“ - პარლამენტის თავმჯდომარემ დასავლეთი გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
შალვა პაპუაშვილმა სიცრუე უწოდა მტკიცებას, თითქოს საქართველო საკმარისს არ აკეთებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად. 11.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-11T22:16+0400
2024-05-11T22:16+0400
2024-05-11T22:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_19ba68af54c96f93ed2f4605d1708315.jpg
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას დასავლელი პარტნიორების, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.„ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ ისეთი წარმოჩენაა, თითქოს, საქართველოს ყველაფერს სთავაზობენ, ეს იქნება ევროკავშირი, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და თითქოს, საქართველო რაღაცებზე უარს ამბობს. სინამდვილეში, პირიქითაა, უკვე წლებია, მდგომარეობა პირიქითაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მან აღნიშნა, რომ სინამდვილეში საქართველო უსამართლო დამოკიდებულებას გრძნობს.შალვა პაპუაშვილმა სიცრუე უწოდა მტკიცებას, თითქოს საქართველო საკმარისს არ აკეთებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად.„მოლაპარაკებების გახსნას რაც შეეხება, იმ პირობებში, როცა ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას აქვს გახსნილი, უფრო სწორად გადაწყვეტილებაა მიღებული მოლაპარაკებების გახსნაზე და როდესაც ყველა ამ ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრში და ქართველი ხალხი ამ მხრივ იჩაგრება, მოლაპარაკებები გახსნილი არ არის, აქეთ შემოდავება, თითქოს, საქართველო საკმარისს არ აკეთებს მოლაპარაკებებისთვის, ეს უბრალოდ, სწორი არ არის და სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანას გაუადვილდება პირობების შესრულება, ვინაიდან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად და დღემდე გრძელდება. უახლოეს მომავალში მთავრობა ამ მიმართულებით რიგ ახალ ინიციატივას ამზადებს.გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრულია მკაფიო პირობები და როგორც კი საქართველო შეასრულებს მათ, გაერთიანება მზად იქნება ჩვენი ქვეყნის მისაღებად. ამასთან დასძინა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის და ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საქართველო იმ დროისთვის მიიღოს.შალვა პაპუაშვილმა შეერთებული შტატებიც გააკრიტიკა საქართველოს მიმართ არსებული დამოკიდებულებისთვის.პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-თან ურთიერთობებში მთავარ პრობლემად სავიზო რეჟიმი დაასახელა.„ჩვენთან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა სწორი, საპასუხო ნაბიჯი, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც არ სჭირდებოდეთ ვიზა იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შევიდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ასევე პაპუაშვილმა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არარსებობა დაასახელა.„ასევე, თავისუფალი ვაჭრობისა და სხვა საკითხები, რომლებიც, თუკი, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, ასეც უნდა იყოს, არაბუნებრივია, რომ ეს ასე არ არის, ვინაიდან თუკი, ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორობას ვეძახით, მაშინ ეს უნდა იყოს სხვა, უფრო მაღალი დონის ურთიერთობა, ვიდრე ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა მან.დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის 1992 წელს დამყარდა, ხოლო განსაკუთრებით გააქტიურდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა, როდესაც ქვეყნებმა გააფორმეს „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმი.საქართველო უკვე რამდენიმე წელია ცდილობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხის წამოწევას, მაგრამ მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_35:0:1174:854_1920x0_80_0_0_c801bd6573fc87dd07b721fe752af033.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
„უსამართლო დამოკიდებულებაა“ - პარლამენტის თავმჯდომარემ დასავლეთი გააკრიტიკა
შალვა პაპუაშვილმა სიცრუე უწოდა მტკიცებას, თითქოს საქართველო საკმარისს არ აკეთებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას დასავლელი პარტნიორების, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ ისეთი წარმოჩენაა, თითქოს, საქართველოს ყველაფერს სთავაზობენ, ეს იქნება ევროკავშირი, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და თითქოს, საქართველო რაღაცებზე უარს ამბობს. სინამდვილეში, პირიქითაა, უკვე წლებია, მდგომარეობა პირიქითაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ სინამდვილეში საქართველო უსამართლო დამოკიდებულებას გრძნობს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია და დაახლოება მოხდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ჩვენ ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ, ასე რომ, ბურთი სრულად არის ჩვენი დასავლელი კოლეგების მხარეს, ყველაფრისთვის არსებობს ობიექტური წინაპირობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა სიცრუე უწოდა მტკიცებას, თითქოს საქართველო საკმარისს არ აკეთებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
„მოლაპარაკებების გახსნას რაც შეეხება, იმ პირობებში, როცა ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას აქვს გახსნილი, უფრო სწორად გადაწყვეტილებაა მიღებული მოლაპარაკებების გახსნაზე და როდესაც ყველა ამ ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრში და ქართველი ხალხი ამ მხრივ იჩაგრება, მოლაპარაკებები გახსნილი არ არის, აქეთ შემოდავება, თითქოს, საქართველო საკმარისს არ აკეთებს მოლაპარაკებებისთვის, ეს უბრალოდ, სწორი არ არის და სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანას გაუადვილდება პირობების შესრულება, ვინაიდან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად და დღემდე გრძელდება. უახლოეს მომავალში მთავრობა ამ მიმართულებით რიგ ახალ ინიციატივას ამზადებს.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრულია მკაფიო პირობები და როგორც კი საქართველო შეასრულებს მათ, გაერთიანება მზად იქნება ჩვენი ქვეყნის მისაღებად. ამასთან დასძინა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის და ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საქართველო იმ დროისთვის მიიღოს.
შალვა პაპუაშვილმა შეერთებული შტატებიც გააკრიტიკა საქართველოს მიმართ არსებული დამოკიდებულებისთვის.
„ჩვენ დიდი ხანია, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვითხოვთ, თუკი ეს სტრატეგიული პარტნიორობაა, თანაბარი დამოკიდებულება იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-თან ურთიერთობებში მთავარ პრობლემად სავიზო რეჟიმი დაასახელა.
„ჩვენთან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა სწორი, საპასუხო ნაბიჯი, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც არ სჭირდებოდეთ ვიზა იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შევიდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე პაპუაშვილმა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არარსებობა დაასახელა.
„ასევე, თავისუფალი ვაჭრობისა და სხვა საკითხები, რომლებიც, თუკი, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, ასეც უნდა იყოს, არაბუნებრივია, რომ ეს ასე არ არის, ვინაიდან თუკი, ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორობას ვეძახით, მაშინ ეს უნდა იყოს სხვა, უფრო მაღალი დონის ურთიერთობა, ვიდრე ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა მან.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის 1992 წელს დამყარდა, ხოლო განსაკუთრებით გააქტიურდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.
სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა, როდესაც ქვეყნებმა გააფორმეს „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმი.
საქართველო უკვე რამდენიმე წელია ცდილობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხის წამოწევას, მაგრამ მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.