საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს მსვლელობა გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2024
გამოწერა
სწორედ ჯანსაღი ოჯახი არის ძლიერი და ტრადიციების ერთგული სახელმწიფოს სახე და საფუძველი, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს თბილისის ცენტრში მრევლი მსვლელობას მოაწყობენ, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს, 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
„ოჯახი და ტრადიციების პატივისცემა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვასა და სიწმინდეზე დგას ღირსეული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სიმტკიცე. ნიშანდობლივია, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანების, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანსაღი ოჯახი არის ძლიერი და ტრადიციების ერთგული სახელმწიფოს სახე და საფუძველი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ლგბტ თემის დამცველთა აქციები პოლიციის მკაცრი დაცვის ქვეშ იმართება. 2014 წლიდან კი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0