https://sputnik-georgia.com/20240511/safrangetsi-yofilma-elcma-saqartvelos-seuracxyofa-miayena-sagareo-saqmeta-ministri-287848553.html
საფრანგეთში ყოფილმა ელჩმა საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა - საგარეო საქმეთა მინისტრი
საფრანგეთში ყოფილმა ელჩმა საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა - საგარეო საქმეთა მინისტრი
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარმა დიპლომატმა დაგმო საფრანგეთში საქართველოს ელჩის გადაწყვეტილება 11.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-11T03:07+0400
2024-05-11T03:07+0400
2024-05-11T03:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286862506_0:138:2048:1291_1920x0_80_0_0_8304618bef1b12b9c5cece34cda43f65.jpg
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და დიპლომატიურ უწყებას, რომელშიც მუშაობდა, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს პარტნიორებთან ურთიერთობაში არსებული სირთულეების გამო, რომელიც წარმოიშვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების ფონზე.მისი თქმით, გოჩა ჯავახიშვილი წარმოადგენდა საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გაწია საქართველომ ამ პერიოდში ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.„ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.სკანდალური კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286862506_329:169:1923:1365_1920x0_80_0_0_71793faaa2b1cabfa5fef22f3b74c737.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საფრანგეთში ყოფილმა ელჩმა საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა - საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოს მთავარმა დიპლომატმა დაგმო საფრანგეთში საქართველოს ელჩის გადაწყვეტილება
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და დიპლომატიურ უწყებას, რომელშიც მუშაობდა, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს პარტნიორებთან ურთიერთობაში არსებული სირთულეების გამო, რომელიც წარმოიშვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების ფონზე.
„ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, გოჩა ჯავახიშვილი წარმოადგენდა საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გაწია საქართველომ ამ პერიოდში ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.
„ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.