https://sputnik-georgia.com/20240511/ra-xdeba-uzravi-qonebis-bazarze-tbilisshi-287856642.html
რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე თბილისში - კვლევის შედეგები
რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე თბილისში - კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო. 11.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-11T20:15+0400
2024-05-11T20:15+0400
2024-05-11T20:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23811/74/238117456_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_75ea2afa789bd1958f1ae6bda64b58b8.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასები კი 2023 წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირდა და 2,9 ათასი ბინა შეადგინა. ამასთან, მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველად ბაზარზე ბინების ფასი 15,1%-ით გაიზარდა, მეორადი ბინების ფასი კი 2,7%-ით გაიზარდა.საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, საბურთალოზე და გლდანში, ხოლო ვაკეში, ჩუღურეთსა და მთაწმინდაზე გაყიდვები ყველაზე დაბალია.დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო.ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების ფონზე, მარტის თვეში ბაზრის მოცულობა წელიწადში 8,4%-ით შემცირდა და 229,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ანალიტიკოსების აზრით, მარტში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ღირებულებამ კვადრატულ მეტრზე 9,9 დოლარი შეადგინა და შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23811/74/238117456_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_247ee8834e89ae8a05a57ff16f62aad4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე თბილისში - კვლევის შედეგები
დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასები კი 2023 წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირდა და 2,9 ათასი ბინა შეადგინა. ამასთან, მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველად ბაზარზე ბინების ფასი 15,1%-ით გაიზარდა, მეორადი ბინების ფასი კი 2,7%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, საბურთალოზე და გლდანში, ხოლო ვაკეში, ჩუღურეთსა და მთაწმინდაზე გაყიდვები ყველაზე დაბალია.
დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო.
ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების ფონზე, მარტის თვეში ბაზრის მოცულობა წელიწადში 8,4%-ით შემცირდა და 229,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების აზრით, მარტში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ღირებულებამ კვადრატულ მეტრზე 9,9 დოლარი შეადგინა და შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.