https://sputnik-georgia.com/20240511/anakliis-portis-mseneblobaze-ganacxadi-samma-saertasoriso-kompaniam-seitana-287854401.html
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე განაცხადი სამმა საერთაშორისო კომპანიამ შეიტანა
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე განაცხადი სამმა საერთაშორისო კომპანიამ შეიტანა
Sputnik საქართველო
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ახალი პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი მაისში დასრულდება. 11.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-11T18:28+0400
2024-05-11T18:28+0400
2024-05-11T18:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ანაკლია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24750/60/247506099_0:53:1000:616_1920x0_80_0_0_53ee3952f52306c71912b4018e1d548e.jpg
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ანაკლიის პორტში საზღვაო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში განაცხადი სამმა კომპანიამ შეიტანა, განაცხადა სატენდერო კომისიის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა.საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება იმ პირობით გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო 51%-ს ფლობდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე კერძო ინვესტორების წინადადებების წარმოდგენა მაისში დასრულდება, გამარჯვებული კი წლის ბოლომდე გამოვლინდება. გეგმებშია ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარე წელს დაწყება.ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს" (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ.სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V.-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოების დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა.სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოწვეულ პრეტენდენტებს მოეთხოვებოდათ წინადადების წარმოდგენა, რომელიც შედგებოდა ტექნიკური და ფინანსური ნაწილებისაგან.გამარჯვებულად გამოვლინდება წინადადება, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლიუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა.ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებმას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავაანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24750/60/247506099_54:0:946:669_1920x0_80_0_0_eaeff7e7f58a74f8cd2b623b87fc2ba1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე განაცხადი სამმა საერთაშორისო კომპანიამ შეიტანა
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ახალი პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი მაისში დასრულდება.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ანაკლიის პორტში საზღვაო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში განაცხადი სამმა კომპანიამ შეიტანა, განაცხადა სატენდერო კომისიის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება იმ პირობით გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო 51%-ს ფლობდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე კერძო ინვესტორების წინადადებების წარმოდგენა მაისში დასრულდება, გამარჯვებული კი წლის ბოლომდე გამოვლინდება. გეგმებშია ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარე წელს დაწყება.
„დღეს დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარმოდგენის მიღება. საზღვაო სამუშაოების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელიც საჯაროდ გაიხსნა. უახლოეს პერიოდში კომისია კონსულტანტთან ერთად იმსჯელებს გამარჯვებულის გამოსავლენად", - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს" (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ.
სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V.-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოების დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოწვეულ პრეტენდენტებს მოეთხოვებოდათ წინადადების წარმოდგენა, რომელიც შედგებოდა ტექნიკური და ფინანსური ნაწილებისაგან.
გამარჯვებულად გამოვლინდება წინადადება, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლიუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.