საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შესაძლოა ბულგარეთის ავიაკომპანიებმა დაიწყონ

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშისოფია
სოფია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2024
გამოწერა
ავიაციის ინდუსტრია საქართველოში მზარდი დინამიკით ხასიათდება, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ ავიაციის სფეროში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ბულგარეთის ავიაკომპანიები საქართველოში ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობების შესასწავლად მოიწვიეს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ბულგარეთის ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა სოფიაში გაიმართა.
„ვფიქრობთ, საქართველოში არსებული ლიბერალური სამართლებრივი ჩარჩო და მიმზიდველი საავიაციო ბაზარი წაახალისებს ბულგარულ ავიაკომპანიებს, გააფართოონ ოპერაციების არეალი საქართველოს მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურან გურამიშვილმა.
მისი თქმით, ავიაციის ინდუსტრია საქართველოში მზარდი დინამიკით ხასიათდება, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ ავიაციის სფეროში.
გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს ლიბერალური ხასიათის შეთანხმებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ბულგარეთთან, ისრაელთან, ინდოეთთან, ბაჰრეინთან, ჩინეთთან, საუდის არაბეთთან და ა.შ.
გურამ გურამიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ავიაციის სფეროში არსებული მდგომარეობის, მგზავრთნაკადისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ქუთაისის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის შესახებ.
2024 წლის პირველ კვარტალში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 28% და 34%-ით გაიზარდა.
იანვარ-პარტში თბილისის აეროპორტი მოემსახურა 913,9 ათას მგზავრს, ბათუმის აეროპორტი კი 103,2 ათას მგზავრს.
2024 წლის იანვარ-მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი 57%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 42 %-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0