გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© Ajara TVწყალდიდობა ბათუმში
წყალდიდობა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2024
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოში 12 - 13 მაისს წვიმებს ელოდებიან.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოში ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, 12 - 13 მაისს დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, რომელიც შესაძლებელია ზოგან ძლიერიც იყოს.
სინოპტიკოსების პროგნოზით,12 - 13 მაისს ასევე შესაძლებელია მოვიდეს სეტყვა, ქარი კი გაძლიერდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0