დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 მაისი

© Pexels / Johannes Plenioაფრებიანი ხომალდი ზღვაში
აფრებიანი ხომალდი ზღვაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 10 მაისია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
არ დაივიწყოთ დიპლომატიურობისა და ტოლერანტობის შესახებ. ნებისმიერ დაუფიქრებელ სიტყვას მწვავე რეაქციის გამოწვევა შეუძლია. გაიზრდება სამართლიანობის, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და ამავე დროს, ადამიანები მოუთმენელი და „ფეთქებადი“ გახდებიან. აქედან გამომდინარე, გაითვალისწინეთ სხვების ინტერესები, გრძნობები, ხოლო თუ უტაქტობას თქვენ მიმართ ჰქონდა ადგილი, ეცადეთ, ვითარება იუმორით განმუხტოთ.
ვერძი: დღეს შესაძლოა, კრიტიკის ობიექტი გახდეთ. ეს შეიძლება საყვარელი ადამიანის ხრიდან ალერსით ნათქვამიც იყოს, ან კოლეგების კონსტრუქციული კრიტიკა, ასევე ხელმძღვანელობის უკმაყოფილება (მიზეზით თუ უმიზეზოდ). არ ღირს ნერვიულობა და მით უფრო, საკუთარ თავში ეჭვის შეტანა. ჯობს, სანამ რამეს გააკეთებთ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, ხოლო სანამ იტყვით, დაფიქრდეთ – იქნებ, ჯობია, საკუთარი აზრი თქვენთვის შეინახოთ?
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2019
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
კურო: დღეს ვითარება ფინანსური საკითხების გადაჭრას მოითხოვს. განსაკუთრებით მძაფრად დადგება იმ საკითხების გადაჭრის აუცილებლობა, რომლებიც დიდი ხანია მომწიფდა და მტკიცე ზომების მიღებას საჭიროებს. ახალი სამუშაოს, დამატებითი შემოსავლის წყაროს ძებნა. ნებისმიერ საკითხზე გეყოფათ ძალა და სიმტკიცე. მისწრაფება ფინანსური დამოუკიდებლობისკენ დაგეხმარებათ, რომ გადალახოთ გზაზე გაჩენილი ნებისმიერი დაბრკოლება.
ტყუპი: დღეს გაგიჭირდებათ სხვის მოსაზრებაზე დათანხმება, სამაგიეროდ ნებისმიერს აიძულებთ, რომ თქვენს მოსაზრებას დაეთანხმოს. თუნდაც ძალზე დიპლომატიური იყოთ, დღეს პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებსა და „მეს“ დააყენებთ. გასაკვირიც არ იქნება, რომ ასეთი პოზიციით სხვა ადამიანებს შეეჯახოთ. თუმცა ამასაც ფილოსოფიურად შეხედავთ: თუ გარშემომყოფები არ გეთანხმებიან, ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი.
კირჩხიბი: ნებისმიერ წვრილმანზე შეიძლება გაღიზიანდეთ. სხვათა შორის, გაუგებრობა თქვენ გარშემო მართლაც ბევრი შეიძლება იყოს. რაღაც მომენტში, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ სიტუაციაზე კონტროლი ხელიდან გაუშვით და თქვენს ძალისხმევაზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და მეტად მოქნილი იყოთ: თუ სიტუაციის შეცვლა თქვენს ძალებს აღემატება, ე.ი. უნდა შეეგუოთ ამას და როგორმე მოერგოთ.
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
ლომი: დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, მოქნილობა გჭირდებათ, თუმცა ამის განწყობა სულ არ გაქვთ – სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა გაიძულებთ, „დამნაშავე“ ყველა კუთხე–კუნჭულში ეძებოთ – იქაც კი, სადაც მათი კვალიც კი არაა. საკუთარი თავის შეცოდებისა და გარშემომყოფების „თავდასხმების“ მოგერიების ნაცვლად, აჯობებს, მოთმინებით აღიჭურვოთ, დადექით წვრილმან ან თუნდაც სავალალო შეცდომებზე მაღლა და არ დაგავიწყდეთ იუმორის გრძნობა, რომელიც ტრაგედიას კომედიად გადააქცევს და თქვენ შესაძლო ჩხუბისგან დაგიცავთ.
ქალწული:დღეს საკუთარ თავსაც აჯობებთ დაგეგმვის სფეროში. რა გეგმაზეა საუბარი – ხელმძღვანელობისთვის სამუშაოს შედგენა, ოჯახისთვის რემონტისა თუ საკუთარი თავისთვის საღამოს გატარების გეგმა – მნიშვნელობა არა აქვს – ამ საქმეში ბადალი არ გეყოლებათ. ამავდროულად, ვარსკვლავები გირჩევენ, უსაფრთხოების ზომები დაიცვათ სახლთან, ავტომობილთან თუ სამუშაო ადგილთან მიმართებით. პროფილაქტიკური ზომები მომავალში ძალზე შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.
სასწორი: დღეს სურვილი შეიძლება გაგიჩნდეთ, რომ ვინმეს მფარველობა გაუწიოთ – ამას თქვენში სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა გამოიწვევს. შესაძლოა, შეესწროთ ფაქტს, რომ ვინმეს უსამართლოდ მოექცნენ, ან ვინმემ დახმარება გთხოვოთ, ან, უბრალოდ, კონფლიქტის რომელიმე მხარეს დადგეთ. ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ დამცველის მთავარი როლი მხარეების შერიგებაა და არა კონფლიქტში ცეცხლზე ნავთის დასხმა.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2017
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით
მორიელი: დღეს საბრძოლო განწყობით ხართ და მნიშვნელობა არა აქვს, ვისთან და რისთვის იბრძოლებთ – მზად ხართ, ნებისმიერ სიტუაციაში პრინციპებს არ უღალატოთ. შესაძლოა, ვინმემ თქვენი საყვარელი ადგილი დაიკავა, ან სიტყვა შეგაწყვეტინათ, ან თქვენ წინააღმდეგ ცბიერ, მზაკვრულ გეგმას ამზადებს – მნიშვნელობა არა აქვს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს. დაუნდობელი იქნებით როგორც ნამდვილ, ისე გამოგონილ მტრებთან. თუმცა დასანანია, რომ ხელს ვერ დააჭერთ „გამორთვის“ ღილაკს, როცა თქვენი გამძაფრებული პრინციპულობა შეიძლება ურთიერთობებს დაემუქროს.
მშვილდოსანი: დღეს ნამდვილი მაქსიმალისტები იქნებით. ყველაფერში მოიდომებთ გარკვევას – იმაშიც კი, რაც საერთოდ არ გეხებათ. ასეთი განწყობის წყალობით უფრო ადვილად შეძლებთ გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ იქნებით ბევრად კატეგორიული და ცალსახა. პრობლემები რომ არ შეგექმნათ გარშემომყოფებთან, უფრო რბილი დამოკიდებულება აჯობებს გარშემომყოფებთან. არ ღირს ირგვლივ ყველაფრის „შავად“ და „თეთრად“ დაყოფა, გახსოვდეთ, რომ სხვა ფერებიც არსებობს.
თხის რქა: დღეს თავშეკავებული უნდა იყოთ, რათა გარშემომყოფებს პირში არ მიახალოთ ყველაფერი, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ. თავშეკავება კი ადვილი არ იქნება: ვითარებებმა, შესაძლოა, თქვენი პროვოცირება გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, ვინმემ რამე საკითხზე თქვენი აზრი იკითხოს. თუ პასუხის გაცემის ცდუნებას აჰყვებით, თქვენი დაუნდობელი კრიტიკით შეიძლება თანამოსაუბრე გაანადგუროთ. ჯობს, ამ დღეს ოქროს შუალედი დაიცვათ და კრიტიკას სულ ცოტა დამაიმედებელი ქებაც დაუმატოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა
მერწყული: თუ ბოლო დროს რამე დავაში ან კონფლიქტში შუამავლის როლში გამოდიოდით, დღეს ამ ვითარებას უნდა გაეცალოთ. დამზავებლის როლი თქვენთვის არაა. უფრო მეტიც, შემრიგებელი შეიძლება თვითონ თქვენ დაგჭირდეთ, იმდენად კატეგორიული იქნებით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თავდაჯერებული და უკმეხი გამონათქვამებით შეიძლება ძალიან ავნოთ საკუთარ თავს, ასე რომ, საკამათო საკითხებში აჯობებს, ენას კბილი დააჭიროთ.
თევზები: დღეს მზად ხართ, ნამდვილი საოჯახო ტირანის როლი მოირგოთ. ყოველ შემთხვევაში, გარშემომყოფები ასეთ ამპლუაში დაგინახავენ. ზუსტად გეცოდინებათ, ვინ და რა უნდა გააკეთოს და ამას ეჭვიანად მიადევნებთ თვალს. ყველაზე ცუდი ისაა, თუ ახლობლებთან პრობლემები დაგიგროვდათ. დღეს შეიძლება მათი გადაჭრა მოინდომოთ და ზეწოლის მეთოდი გამოიყენოთ იქ, სადაც დიპლომატიურობა უფრო გაჭრიდა.
ყველა ახალი ამბავი
0