https://sputnik-georgia.com/20240509/qartveli-jarisjacebid-tavdadeba-meore-msoflio-omsi-ganuzomelia-papuasvili-287822385.html
ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია - პაპუაშვილი
ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
ჩვენი ვალია, აღარასდროს დავუშვათ ბოროტების ზეიმი, სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 09.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-09T13:03+0400
2024-05-09T13:03+0400
2024-05-09T13:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284693569_35:253:2014:1366_1920x0_80_0_0_542e6fdaa1da8440fda1416323a67954.jpg
თბილისი, 9 მაისი — Sputnik.საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოროტის დასაძლევად, ხოლო ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.საქართველო 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. მეოთხე წელია, 9 მაისს ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი) იკრიბებიან და არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა. ვაკის პარკში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე. ამიტომაც, პაპუაშვილის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავარ ამოცანად რჩება.„ჩვენი ვალია, აღარასდროს დავუშვათ ბოროტების ზეიმი, სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვება. ფაშიზმზე კაცობრიობის გამარჯვების ამ დღეს მინდა ვუსურვო ჩვენ ქვეყანას და სრულიად მსოფლიოს მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა!” - აღნიშნა პაპუაშვილმა.საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველომ ფრონტზე 700 ათასი მებრძოლი გააგზავნა, საიდანაც სახლში მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათიათასობით ქართველი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, მათგან 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284693569_279:260:1754:1366_1920x0_80_0_0_b89dfb6361209afdc7571caa5d2c946f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია - პაპუაშვილი
ჩვენი ვალია, აღარასდროს დავუშვათ ბოროტების ზეიმი, სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik.საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოროტის დასაძლევად, ხოლო ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველო 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. მეოთხე წელია, 9 მაისს ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი) იკრიბებიან და არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა. ვაკის პარკში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება. საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოროტის დასაძლევად. ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში”, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე. ამიტომაც, პაპუაშვილის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავარ ამოცანად რჩება.
„ჩვენი ვალია, აღარასდროს დავუშვათ ბოროტების ზეიმი, სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვება. ფაშიზმზე კაცობრიობის გამარჯვების ამ დღეს მინდა ვუსურვო ჩვენ ქვეყანას და სრულიად მსოფლიოს მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა!” - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველომ ფრონტზე 700 ათასი მებრძოლი გააგზავნა, საიდანაც სახლში მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათიათასობით ქართველი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, მათგან 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.