https://sputnik-georgia.com/20240509/goca-javaxisvili-safrangetsi-saqartvelos-elcis-tanamdebobas-tovebs-287834745.html
გოჩა ჯავახიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს
გოჩა ჯავახიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს
Sputnik საქართველო
დიპლომატს არ სურს, მისი გადადგომა პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული. 09.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-09T19:05+0400
2024-05-09T19:05+0400
2024-05-10T04:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0c/262796618_373:607:2935:2048_1920x0_80_0_0_713c12a26d9a236718136646e1b96d9c.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო პარტნიორებთან ურთიერთობაში შექმნილი სირთულეების გამო.საქართველოს არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა აშშ-სა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საფრთხის ქვეშაა, მიზეზი კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სურვილია მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.მისი თქმით, ის იაზრებს, რომ ხელისუფლების ქმედებებში გარკვეული ტაქტიკა არსებობს, მაგრამ საკუთარ როლს ამაში ვერ ხედავს.„პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება, ერთგვარი ტაქტიკა იყოს გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“, - დაწერა დიპლომატმა.მას არ სურს, მისი გადადგომა პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0c/262796618_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_52f1fc57810a238cdb1184ee2070a4df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
გოჩა ჯავახიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს
19:05 09.05.2024 (განახლებულია: 04:33 10.05.2024) დიპლომატს არ სურს, მისი გადადგომა პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო პარტნიორებთან ურთიერთობაში შექმნილი სირთულეების გამო.
საქართველოს არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა აშშ-სა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საფრთხის ქვეშაა, მიზეზი კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სურვილია მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
„ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება“, - დაწერა ჯავახიშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ის იაზრებს, რომ ხელისუფლების ქმედებებში გარკვეული ტაქტიკა არსებობს, მაგრამ საკუთარ როლს ამაში ვერ ხედავს.
„პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება, ერთგვარი ტაქტიკა იყოს გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“, - დაწერა დიპლომატმა.
მას არ სურს, მისი გადადგომა პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული.
„ასევე, გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა, ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნეს აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც, ვგრძნობ, ვეღარ ვერევი“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.