https://sputnik-georgia.com/20240509/9-pashizmze-gamarjvebis-dge-287812665.html
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. 09.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-09T11:00+0400
2024-05-09T11:00+0400
2024-05-09T11:00+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ისტორიიდან
ფაქტები ისტორიიდან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/78/231517891_0:82:1487:918_1920x0_80_0_0_c7c89eeda585de7ae274816f98515000.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.დღეისათვის საქართველოში 66 ვეტერანი ცხოვრობს.საქართველოს მთავრობა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადად 2 ათას ლარს გადასცემს. ფრონტზე დაღუპული ომის ვეტერანთა ოჯახები კი მიიღებენ ერთჯერად დახმარებას ათასი ლარის ოდენობით.მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/78/231517891_77:0:1410:1000_1920x0_80_0_0_4a5244ad8e6774a19228819a865341ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ისტორიიდან , ფაქტები ისტორიიდან
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ისტორიიდან , ფაქტები ისტორიიდან
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 66 ვეტერანი ცხოვრობს.
საქართველოს მთავრობა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადად 2 ათას ლარს გადასცემს. ფრონტზე დაღუპული ომის ვეტერანთა ოჯახები კი მიიღებენ ერთჯერად დახმარებას ათასი ლარის ოდენობით.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.