https://sputnik-georgia.com/20240508/saqartveloshi-produqtis-usaprtxoebis-dargvevistvis-sanqciebi-mkacrdeba-287797582.html
რას ვჭამთ? საქართველოში პროდუქტის უსაფრთხოების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რას ვჭამთ? საქართველოში პროდუქტის უსაფრთხოების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
Sputnik საქართველო
ახალი სანქციები ძალაში შევა პარლამენტის მიერ კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ. 08.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-08T13:38+0400
2024-05-08T13:38+0400
2024-05-08T13:38+0400
საქართველო
კანონმდებლობა
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250617258_0:206:2910:1843_1920x0_80_0_0_b35a8a02835ff09e65078ace7b3a20f0.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები იწყებენ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვას, რაც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას უსაფრთხოების რეკომენდაციების ან მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისთვის.ცვლილებების თანახმად, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის აკრძალვის შესახებ ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისთვის ჯარიმა დღეს მოქმედი 1,5 ათასი ლარისა იქნება 1,5-დან 3 ათას ლარამდე. ამასთან, დაწესებულია ჯარიმა იმავე დადგენილების აკრძალვის განმეორებით დარღვევისთვის, რომელიც 3-დან 5 ათას ლარამდე იქნება.გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას იმ პროდუქციის განთავსებისთვის, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან შეიცავს საფრთხეს მოსახლეობისთვის. ჯარიმა 2-დან 4 ათასამდე იქნება, თუ პროდუქტი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და 1 ათას ლარს, თუ ის კანონმდებლობის ნორმებს არ შეესაბამება.ახალი სანქციები ძალაში შევა პარლამენტის მიერ კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250617258_90:0:2821:2048_1920x0_80_0_0_c339ff2c5d587354ea5a39ff842da576.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
რას ვჭამთ? საქართველოში პროდუქტის უსაფრთხოების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
ახალი სანქციები ძალაში შევა პარლამენტის მიერ კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები იწყებენ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვას, რაც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას უსაფრთხოების რეკომენდაციების ან მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისთვის.
ცვლილებების თანახმად, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის აკრძალვის შესახებ ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისთვის ჯარიმა დღეს მოქმედი 1,5 ათასი ლარისა იქნება 1,5-დან 3 ათას ლარამდე. ამასთან, დაწესებულია ჯარიმა იმავე დადგენილების აკრძალვის განმეორებით დარღვევისთვის, რომელიც 3-დან 5 ათას ლარამდე იქნება.
ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა, ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც 3 ათას ლარამდეა, განისაზღვრება 3-დან 5 ათას ლარამდე. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმა 5 ათასიდან 8 ათას ლარამდე იქნება.
ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც 5 ათას ლარამდეა, განისაზღვრება 5-დან 7 ათას ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით ითვალისწინებს ჯარიმას 7-დან 10 ათას ლარამდე.
ანალოგიურად იზრდება ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა - ჯარიმა დღეს მოქმედი 7 ათასი ლარისა, იქნება 7-დან 9 ათას ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით ითვალისწინებს ჯარიმას 9-დან 12 ათას ლარამდე.
გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას იმ პროდუქციის განთავსებისთვის, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან შეიცავს საფრთხეს მოსახლეობისთვის. ჯარიმა 2-დან 4 ათასამდე იქნება, თუ პროდუქტი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და 1 ათას ლარს, თუ ის კანონმდებლობის ნორმებს არ შეესაბამება.
ახალი სანქციები ძალაში შევა პარლამენტის მიერ კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.