https://sputnik-georgia.com/20240508/politologi-zaladobis-monawileta-monacemta-bazaze-287803522.html
ისინი უნდა იცოდეთ - პოლიტოლოგი ძალადობის მონაწილეთა მონაცემთა ბაზის შექმნაზე
ისინი უნდა იცოდეთ - პოლიტოლოგი ძალადობის მონაწილეთა მონაცემთა ბაზის შექმნაზე
Sputnik საქართველო
ახალგაზრდებს არეულობის ტექნოლოგიებს სპეციალურად ასწავლიან, აღნიშნა ექსპერტმა 08.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-08T18:18+0400
2024-05-08T18:18+0400
2024-05-08T18:18+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282866297_0:57:1280:778_1920x0_80_0_0_6d08b5118d102441b80e1a1ce4a48e84.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეიმუშავებს მონაცემთა ბაზას, რომელშიც მოხვდებიან უცხოეთიდან დაფინანსებული და საქართველოში არეულობის მოწყობაში ჩართული პირები, მაშინ ეს ნაბიჯი მხოლოდ მისასალმებელია, განაცხადა ექსპერტმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ „Sputnik-საქართველოსთან".მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მონაცემთა ბაზის შექმნის თაობაზე, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.ექსპერტის თქმით, ეს ადამიანები უცხოეთიდან ფინანსდებიან და მათი „პატრონების“ დაკვეთით უნდა გააქტიურდნენ.„ჩვენ 29 აპრილს დავინახეთ, რომ გაცილებით მეტი ადამიანი დგას ხელისუფლების მხარეს, პოლიტიკური ვითარების ნორმალიზების მხარეს. ეს ადამიანები, აქციების მონაწილეები არიან იმ ადამიანების მცირე ნაწილი, რომლებიც დაფინანსებული არიან და იღებენ დირექტივებს უცხოეთიდან, მაგრამ ისნი უფრო აქტიურები და გულანთებული არიან“, - განაცხადა კიკნაძემ.თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282866297_85:0:1224:854_1920x0_80_0_0_17a816ca3dd382952e462edaaf1abc9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ისინი უნდა იცოდეთ - პოლიტოლოგი ძალადობის მონაწილეთა მონაცემთა ბაზის შექმნაზე
ახალგაზრდებს არეულობის ტექნოლოგიებს სპეციალურად ასწავლიან, აღნიშნა ექსპერტმა
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეიმუშავებს მონაცემთა ბაზას, რომელშიც მოხვდებიან უცხოეთიდან დაფინანსებული და საქართველოში არეულობის მოწყობაში ჩართული პირები, მაშინ ეს ნაბიჯი მხოლოდ მისასალმებელია, განაცხადა ექსპერტმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ „Sputnik-საქართველოსთან".
მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მონაცემთა ბაზის შექმნის თაობაზე, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„არსებობს საიტი mona.ge, სადაც ის ადამიანები ხვდებიან, ვინც ოპოზიციას არ მოსწონს, ვინც მათ აკრიტიკებს. ეს მათი მეთოდებია. თუ ხელისუფლების მხრიდან ასეთი პასუხი იქნება, კარგია. მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები. მათ აქვთ ძალიან ფართო გავლენის ქსელი უნივერსიტეტებსა და სკოლებში“, - განაცხადა ექსპერტმა.
ექსპერტის თქმით, ეს ადამიანები უცხოეთიდან ფინანსდებიან და მათი „პატრონების“ დაკვეთით უნდა გააქტიურდნენ.
„ჩვენ 29 აპრილს დავინახეთ, რომ გაცილებით მეტი ადამიანი დგას ხელისუფლების მხარეს, პოლიტიკური ვითარების ნორმალიზების მხარეს. ეს ადამიანები, აქციების მონაწილეები არიან იმ ადამიანების მცირე ნაწილი, რომლებიც დაფინანსებული არიან და იღებენ დირექტივებს უცხოეთიდან, მაგრამ ისნი უფრო აქტიურები და გულანთებული არიან“, - განაცხადა კიკნაძემ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.