https://sputnik-georgia.com/20240507/vis-uchers-mxars-dasavleti-qartul-ocnebas-tu-opozicias-287780595.html
ვის უჭერს მხარს დასავლეთი: „ქართულ ოცნებას" თუ ოპოზიციას
ვის უჭერს მხარს დასავლეთი: „ქართულ ოცნებას" თუ ოპოზიციას
Sputnik საქართველო
15 აპრილიდან თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს 07.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-07T15:32+0400
2024-05-07T15:32+0400
2024-05-07T15:32+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260142771_0:322:3069:2048_1920x0_80_0_0_c909efb6cb4d33bf258f4a76d8e98f5d.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. არ შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და მხარს უჭერს ისეთი პოლიტიკოსების საქმიანობას, როგორიცაა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ.ჭიაბერაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, რადგანაც „ღმერთმა დაიფაროს და, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა რომ მოხდეს", არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ქვეყანაში ხდება. მისი თქმით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას.მისი თქმით, დასავლეთის ზოგიერთ ძალას არ სურს პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ როგორც კი პასუხისმგებლობა „უცოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დადგინდება, ასჯერ დაფიქრდებიან, სანამ ქართულ საზოგადოებას დაუპირისპირდებიან.პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, დასავლეთში ზოგიერთი ძალა ორმაგი სტანდარტებით თამაშობს, როცა ერთის მხრივ დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს არ სჭირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონი.თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.დეპუტატები საკამათო კანონპროექტის განხილვას მესამე მოსმენით მომავალ კვირაში დაუბრუნდებიან. ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი კანონის გაწვევას მოითხოვენ. ხელისუფლება კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260142771_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae408e113e7dd769fc25f04fd1c3d34f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
ვის უჭერს მხარს დასავლეთი: „ქართულ ოცნებას" თუ ოპოზიციას
15 აპრილიდან თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. არ შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და მხარს უჭერს ისეთი პოლიტიკოსების საქმიანობას, როგორიცაა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ.
ჭიაბერაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, რადგანაც „ღმერთმა დაიფაროს და, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა რომ მოხდეს", არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ქვეყანაში ხდება. მისი თქმით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას.
„ნუ ამბობთ, რომ დასავლეთი აუცილებლად უჭერს მხარს ჭიაბერაშვილის ქმედებებს და ეწინააღმდეგება „ქართულ ოცნებას". „ქართული ოცნება" არის საკმაოდ ძლიერი პროდასავლური ძალა, რომელსაც აქვს უზარმაზარი მაჩვენებლები და მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, დასავლეთის ზოგიერთ ძალას არ სურს პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ როგორც კი პასუხისმგებლობა „უცოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დადგინდება, ასჯერ დაფიქრდებიან, სანამ ქართულ საზოგადოებას დაუპირისპირდებიან.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, დასავლეთში ზოგიერთი ძალა ორმაგი სტანდარტებით თამაშობს, როცა ერთის მხრივ დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს არ სჭირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
„საერთაშორისო აქტორები თავიანთი ქვეყნების მაგალითზე ამბობენ, რომ გამჭვირვალობა არის გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიისთვის, მაგრამ ამავდროულად, რატომღაც ეუბნებიან საქართველოს, რომ ჩვენ და ჩვენს დემოკრატიას არ სჭირდებათ გამჭვირვალობა და ეს მიუღებელია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დეპუტატები საკამათო კანონპროექტის განხილვას მესამე მოსმენით მომავალ კვირაში დაუბრუნდებიან. ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი კანონის გაწვევას მოითხოვენ. ხელისუფლება კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.