https://sputnik-georgia.com/20240507/uxvma-naleqma-tbilisshi-problemebi-sheqmna-287780873.html
უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. 07.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-07T12:55+0400
2024-05-07T12:55+0400
2024-05-07T12:55+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/09/233290999_0:385:1000:948_1920x0_80_0_0_c207f54e85c79eb2dbab6fabbb71f836.jpg
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, უამინდობამ განსაკუთრებით დააზარალა გლდანის რაიონი. კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.ამასთან, თბილისის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიქცა ხე და ჩამოიშალა ფერდი.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეკონ თბილისის მერიის „ცხელ ხაზზე" - 2722222.სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/09/233290999_0:292:1000:1042_1920x0_80_0_0_f1e0e8f3f9c2a1433564776ec0dc644c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, უამინდობამ განსაკუთრებით დააზარალა გლდანის რაიონი. კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.
ამასთან, თბილისის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიქცა ხე და ჩამოიშალა ფერდი.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეკონ თბილისის მერიის „ცხელ ხაზზე" - 2722222.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.