https://sputnik-georgia.com/20240507/saqartvelom-strasburgshi-saqme-waago-287795583.html
2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევა: საქართველომ სტრასბურგში საქმე წააგო
2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევა: საქართველომ სტრასბურგში საქმე წააგო
Sputnik საქართველო
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა სარჩელის ის ნაწილი, რომელშიც მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფომ ასევე დაარღვია ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი... 07.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-07T21:11+0400
2024-05-07T21:11+0400
2024-05-07T21:35+0400
საქართველო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24360/85/243608538_0:189:2965:1857_1920x0_80_0_0_600ad0e40fc989eb52f261ce06b26c8a.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისში 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილი - კონვენციის ამ მუხლით აკრძალულია არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა.2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ანტირუსული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა და მანიფესტანტების სასტიკი დარბევით დასრულდა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. სახის არეში რეზინის ტყვიების მოხვედრის გამო რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ კომპენსაციის სახით საქართველოს 4 მოქალაქეს 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, 18 მოქალაქეს 5-5 ათასი ევრო, კიდევ ორ მომჩივანს კი 1,8 ათასი ევრო - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სულ 26-მა მოქალაქემ მიმართა.ამასთან, სასამართლომ თავი შეიკავა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის არსებით ნაწილზე, ასევე მეათე მუხლის (აზრის გამოხატვის თავისუფლება) და მეთერთმეტე მუხლის (შეკრების თავისუფლება) შესაძლო დარღვევის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისგან.„სასამართლომ თავი შეიკავა ამ მუხლებზე გადაწყვეტილების მიღებისგან, გაითვალისწინა რა მიმდინარე გამოძიების მასშტაბი და შიდა სახელმწიფო დონეზე ფაქტობრივი ელემენტების შემდგომი გარკვევის საჭიროება, ასევე სუბსიდირებისა და პასუხისმგებლობის გაზიარების პრინციპის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა სარჩელის ნაწილი, რომელშიც მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფომ ასევე დაარღვია ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც საქმის განხილვას ეხება.ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის (ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება) დარღვევის გამოკვლევის საჭიროება არ დგას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24360/85/243608538_118:0:2847:2047_1920x0_80_0_0_d4b8358a53aaef19e17cc32699356309.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევა: საქართველომ სტრასბურგში საქმე წააგო
21:11 07.05.2024 (განახლებულია: 21:35 07.05.2024) სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა სარჩელის ის ნაწილი, რომელშიც მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფომ ასევე დაარღვია ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც საქმის განხილვას ეხება.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისში 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილი - კონვენციის ამ მუხლით აკრძალულია არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა.
2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ანტირუსული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა და მანიფესტანტების სასტიკი დარბევით დასრულდა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. სახის არეში რეზინის ტყვიების მოხვედრის გამო რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.
„2019 წლის ივნისში გამართული აქციები დროს პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებისა და საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის დროს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიერ მიღებული სხეულის დაზიანების საქმეზე 4,5 წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია,“ – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ კომპენსაციის სახით საქართველოს 4 მოქალაქეს 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, 18 მოქალაქეს 5-5 ათასი ევრო, კიდევ ორ მომჩივანს კი 1,8 ათასი ევრო - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სულ 26-მა მოქალაქემ მიმართა.
ამასთან, სასამართლომ თავი შეიკავა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის არსებით ნაწილზე, ასევე მეათე მუხლის (აზრის გამოხატვის თავისუფლება) და მეთერთმეტე მუხლის (შეკრების თავისუფლება) შესაძლო დარღვევის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისგან.
„სასამართლომ თავი შეიკავა ამ მუხლებზე გადაწყვეტილების მიღებისგან, გაითვალისწინა რა მიმდინარე გამოძიების მასშტაბი და შიდა სახელმწიფო დონეზე ფაქტობრივი ელემენტების შემდგომი გარკვევის საჭიროება, ასევე სუბსიდირებისა და პასუხისმგებლობის გაზიარების პრინციპის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა სარჩელის ნაწილი, რომელშიც მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფომ ასევე დაარღვია ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც საქმის განხილვას ეხება.
ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის (ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება) დარღვევის გამოკვლევის საჭიროება არ დგას.