https://sputnik-georgia.com/20240507/rodis-ganaaxlebs-parlamenti-gamchvirvalobis-shesaxeb-kanonis-ganxilvas-287787079.html
როდის მიუბრუნდება პარლამენტი გამჭვირვალობის შესახებ რეზონანსული კანონპროექტის განხილვას?
როდის მიუბრუნდება პარლამენტი გამჭვირვალობის შესახებ რეზონანსული კანონპროექტის განხილვას?
Sputnik საქართველო
დეპუტატებმა სკანდალური კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენით საპროტესტო აქციის ფონზე მიიღეს 07.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-07T20:51+0400
2024-05-07T20:51+0400
2024-05-07T20:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286498020_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_7688f4f0adecaa4df3a9385f4827a1b0.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას ორშაბათს, 13 მაისს მიუბრუნდება, განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.ოხანაშვილმა მედიას მოუწოდა არ გაავრცელონ დეზინფორმაცია და აღნიშნა, რომ პარასკევს, 10 მაისს დეპუტატები გააგრძელებენ მუშაობას მხოლოდ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული ცხრა პუნქტიდან. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286498020_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_9f179036c853b44650ce9b1074801e5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
როდის მიუბრუნდება პარლამენტი გამჭვირვალობის შესახებ რეზონანსული კანონპროექტის განხილვას?
დეპუტატებმა სკანდალური კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენით საპროტესტო აქციის ფონზე მიიღეს
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას ორშაბათს, 13 მაისს მიუბრუნდება, განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილმა მედიას მოუწოდა არ გაავრცელონ დეზინფორმაცია და აღნიშნა, რომ პარასკევს, 10 მაისს დეპუტატები გააგრძელებენ მუშაობას მხოლოდ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული ცხრა პუნქტიდან.
„ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის ცხრა პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით. გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას", - დაწერა სოციალურ ქსელში ოხანაშვილმა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.