https://sputnik-georgia.com/20240507/qartlma-miliarderma-inglisuri-sapexburto-klubi-ikida-287778829.html
ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
Sputnik საქართველო
წელს ლომთაძემ 4,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგით Forbes-ის მილიარდერთა სიაში 581-ე ადგილი დაიკავა. 07.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-07T14:03+0400
2024-05-07T14:03+0400
2024-05-07T14:03+0400
საქართველო
ყაზახეთი
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/16/246231665_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_8f8ad18c7e85646fc3b4634647805329.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბ „უიკომბ უონდორერსის“ საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.როგორც კლუბის ხელმძღვანელობაში აღნიშნეს, ლომთაძე ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახდა.კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა, რომ შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში არსებულ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა.ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადასული საფეხბურთო კლუბი 1887 წელს დაარსდა. „უიკომბ უონდერერსი“ თამაშობს ლიგა 1-ში, ინგლისის საფეხბურთო ლიგის მესამე დივიზიონში.2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ლომთაძე ფლობდა ყაზახური ფინტექს-კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.წელს ლომთაძემ 4,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგით Forbes-ის მილიარდერთა სიაში 581-ე ადგილი დაიკავა.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/16/246231665_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_935e0548ec82ca5d756cb0c051f521d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ყაზახეთი, სპორტი, ახალი ამბები
ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
წელს ლომთაძემ 4,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგით Forbes-ის მილიარდერთა სიაში 581-ე ადგილი დაიკავა.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბ „უიკომბ უონდორერსის“ საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც კლუბის ხელმძღვანელობაში
აღნიშნეს, ლომთაძე ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახდა.
კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა, რომ შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში არსებულ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა.
ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადასული საფეხბურთო კლუბი 1887 წელს დაარსდა. „უიკომბ უონდერერსი“ თამაშობს ლიგა 1-ში, ინგლისის საფეხბურთო ლიგის მესამე დივიზიონში.
ლომთაძე ცენტრალური აზიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის Kaspi.kz-ის დამფუძნებელია. მას აქვს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა MBA-ს ხარისხი და არის ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ლომთაძე ფლობდა ყაზახური ფინტექს-კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.
წელს ლომთაძემ 4,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგით Forbes-ის მილიარდერთა სიაში 581-ე ადგილი დაიკავა.