მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnikსამძებრო-სამაშველო ოპერაცია
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2024
გამოწერა
კიდევ ერთი დაკარგული მოზარდის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება
თბილისი, 7 მაისი— Sputnik. ხუთდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული კიდევ ერთი მოზარდის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს.
2 მაისს მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ავტომობილში სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა - ერთი გოგონა და ორი ბიჭი. სამივე მათგანი სკოლის მოსწავლეა. ისინი თანასოფლელები და ერთმანეთის ნათესავები არიან. 2 დღის წინ, 5 მაისსს ერთ-ერთი ახალგაზრდის მე-12 კლასელის ეკა ვიბლიანის ცხედარი მისმა ბიძამ იპოვა.
ადგილობრივებმა და მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი დღეს გამთენიისას ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც - გრძელდება კიდევ ერთი დაკარგული მოზარდის, მე-12 კლასელი საბა გვამრიანის ძებნა.
ყველა ახალი ამბავი
0