https://sputnik-georgia.com/20240507/kaxetshi-ukanono-tevzcheris-paqtebi-gamoavlines-287781679.html
კახეთში უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოვლინდა
კახეთში უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
უმეტეს შემთხვევაში ბრაკონიერები თევზჭერისთვის იყენებდნენ ისეთ უკანონო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ტიპის ბადე და სხვ. 07.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-07T17:51+0400
2024-05-07T17:51+0400
2024-05-07T17:51+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23323/19/233231995_0:29:1500:873_1920x0_80_0_0_977f3ff0d6410a56fa756283a88be7ef.jpg
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, მდინარე ალაზანზე ორ შემთხვევაში მოქალაქეები თევზჭერისას აკრძალულ საშუალებას, ელექტროშოკურ მოწყობილობას იყენებდნენ, ერთი მოქალაქე კი თევზს ასევე აკრძალული საშუალებით - ფეთქებადი ნივთიერებით იჭერდა.სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ჯამში 5 კგ-ზე მეტი თევზი.გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23323/19/233231995_134:0:1466:999_1920x0_80_0_0_928ee75c674b89d53a38675e447d6904.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კახეთში უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოვლინდა
უმეტეს შემთხვევაში ბრაკონიერები თევზჭერისთვის იყენებდნენ ისეთ უკანონო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ტიპის ბადე და სხვ.
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მდინარე ალაზანზე ორ შემთხვევაში მოქალაქეები თევზჭერისას აკრძალულ საშუალებას, ელექტროშოკურ მოწყობილობას იყენებდნენ, ერთი მოქალაქე კი თევზს ასევე აკრძალული საშუალებით - ფეთქებადი ნივთიერებით იჭერდა.
სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ჯამში 5 კგ-ზე მეტი თევზი.
გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.