https://sputnik-georgia.com/20240507/ebrd-gamchvirvalobis-shesaxebkanonis-gamo-sheshpotebulia-287791149.html
EBRD გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია
EBRD გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია
Sputnik საქართველო
EBRD-ის პრეზიდენტის განცხადებით, ინვესტიციებისთვის გართულება შეიძლება გამოიწვიოს იმ დაძაბულობამ, რომელიც საქართველოში კანონპროექტის განხილვის გამო წარმოიშვა. 07.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-07T19:35+0400
2024-05-07T19:35+0400
2024-05-07T19:52+0400
საქართველო
ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/07/287790376_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ea005155858d1eb8437fd3291161cee3.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების შემთხვევაში არ გამორიცხავს საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტიციებს ზიანი მიადგეს.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს იმ შემთხვევაში, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. პარლამენტმა კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო, მომავალ კვირაში კი საკანონმდებლო ორგანოში მისი მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი.მისი თქმით, ინვესტიციებისთვის გართულება შეიძლება გამოიწვიოს იმ დაძაბულობამ, რომელიც საქართველოში კანონპროექტის განხილვის გამო წარმოიშვა.საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში ინვესტირებულია 5,16 მლრდ ევრო, საიდანაც თითქმის ნახევარი - კერძო სექტორში. კრედიტორის მონაცემებით, პროექტების მიმდინარე პორტფელი 1,11 მლრდ ევროს შეადგენს.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, 2022 წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა. უწყება ინვესტიციების შემცირების მიზეზად რეინვესტიციებისა და სავალო ვალდებულებების 7,2%-ით შემცირებას ასახელებს.თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/07/287790376_0:0:1200:899_1920x0_80_0_0_87b97dad6522ad654065c3f89e22b903.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი , პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი , პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
EBRD გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია
19:35 07.05.2024 (განახლებულია: 19:52 07.05.2024) EBRD-ის პრეზიდენტის განცხადებით, ინვესტიციებისთვის გართულება შეიძლება გამოიწვიოს იმ დაძაბულობამ, რომელიც საქართველოში კანონპროექტის განხილვის გამო წარმოიშვა.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების შემთხვევაში არ გამორიცხავს საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტიციებს ზიანი მიადგეს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს იმ შემთხვევაში, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. პარლამენტმა კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო, მომავალ კვირაში კი საკანონმდებლო ორგანოში მისი მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი.
„კანონპროექტის დაბრუნება გაგვიკვირდა და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება. კანონპროექტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ქართულ ეკონომიკას და ინვესტორებს", - განაცხადა რენო ბასომ.
მისი თქმით, ინვესტიციებისთვის გართულება შეიძლება გამოიწვიოს იმ დაძაბულობამ, რომელიც საქართველოში კანონპროექტის განხილვის გამო წარმოიშვა.
„კანონპროექტის ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდენციამ და დაძაბულობამ, შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს", - განაცხადა რენო ბასომ.
საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში ინვესტირებულია 5,16 მლრდ ევრო, საიდანაც თითქმის ნახევარი - კერძო სექტორში. კრედიტორის მონაცემებით, პროექტების მიმდინარე პორტფელი 1,11 მლრდ ევროს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, 2022 წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა. უწყება ინვესტიციების შემცირების მიზეზად რეინვესტიციებისა და სავალო ვალდებულებების 7,2%-ით შემცირებას ასახელებს.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.