https://sputnik-georgia.com/20240507/----------287785582.html
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწის მასა ჩამოიშალა: საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწის მასა ჩამოიშალა: საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. 07.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-07T14:49+0400
2024-05-07T14:49+0400
2024-05-07T15:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23189/38/231893812_0:42:1200:717_1920x0_80_0_0_0c64fab4dd956824cac0476cf9a2cd1a.jpg
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. თბილისის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიქცა ხე და ჩამოიშალა ფერდი. ასევე მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23189/38/231893812_136:0:1200:798_1920x0_80_0_0_41b5f9da12e7dc93e2fb2fcfbe012d35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწის მასა ჩამოიშალა: საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
14:49 07.05.2024 (განახლებულია: 15:29 07.05.2024) სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. თბილისის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიქცა ხე და ჩამოიშალა ფერდი. ასევე მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.