საქართველოში საფლავთა კურთხევის დღე აღინიშნება

© photo: Sputnikსაბურთალოს სასაფლაო
საბურთალოს სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2024
გამოწერა
ავტობუსები მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებამდე უფასოდ მიიყვანს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.
მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და, ტრადიციისამებრ, სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. აღდგომის მეორე დღეს ადამიანები გადიან საფლავზე არა გლოვისთვის, არამედ რომ მიულოცონ თავიანთ გარდაცვლილებს ქრისტეს აღდგომა.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი - ოფიციალური უქმე დღეა.
მერიამ დანიშნა ავტობუსები, რომლებიც მოქალაქეებს სასაფლაოებამდე უფასოდ გადაიყვანს.
მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებამდე უფასოდ მიიყვანს.
ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე:
მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით — მეტრო „დიდუბის“ სადგურიდან;
კუკიისა და მახათას სასაფლაოებისკენ — „მარჯანიშვილის“ და „სადგურის მოედნის" მეტროს ტერიტორიებიდან
საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „დელისიდან“
თბილისის ზღვის სასაფლაოსკენ — „სარაჯიშვილის“ მეტროდან;
ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „ვარკეთილიდან“.
დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და მგზავრობა ფასიანი იქნება. ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1 ლარია.
სააღდგომო უქმეები
წელს სააღდგომო უქმეები გრძელვადიანია, იგი 13 მაისამდე გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით არ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბანკები, სამთავრობო უწყებები და მთელი რიგი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი სერვისები.
ამასთან, მაღაზიები, აფთიაქები, საზკვების ობიექტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტრუქტურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
ყველა ახალი ამბავი
0