https://sputnik-georgia.com/20240505/transportis-mushaoba-agdgomis-dgeebshi-287760228.html
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღეებში: მუშაობის გრაფიკი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღეებში: მუშაობის გრაფიკი
Sputnik საქართველო
წელს სააღდგომო უქმეები გრძელვადიანია, იგი 13 მაისამდე გრძელდება. 05.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-05T11:55+0400
2024-05-05T11:55+0400
2024-05-05T12:10+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894970_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_059fe89de702386c899396f244a932b1.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, 5 მაისს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.საქართველოში უქმეა აღდგომის მომდევნო დღე ორშაბათიც. ამ დღეს მოსახლეობა, ტრადიციულად, ახლობლების საფლავებზე გადის.დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი შეიცვალა.კერძოდ, ორი დღის განმავლობაში (5-6 მაისს) მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებამდე უფასოდ მიიყვანს.ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე:დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და მგზავრობა ფასიანი იქნება. ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1 ლარია.სააღდგომო უქმეებიწელს სააღდგომო უქმეები გრძელვადიანია, იგი 13 მაისამდე გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით არ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბანკები, სამთავრობო უწყებები და მთელი რიგი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი სერვისები.ამასთან, მაღაზიები, აფთიაქები, საზკვების ობიექტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტრუქტურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894970_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_d729bc0fd6caed39d908bd58ce61917b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღეებში: მუშაობის გრაფიკი
11:55 05.05.2024 (განახლებულია: 12:10 05.05.2024) წელს სააღდგომო უქმეები გრძელვადიანია, იგი 13 მაისამდე გრძელდება.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, 5 მაისს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
საქართველოში უქმეა აღდგომის მომდევნო დღე ორშაბათიც. ამ დღეს მოსახლეობა, ტრადიციულად, ახლობლების საფლავებზე გადის.
დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი შეიცვალა.
კერძოდ, ორი დღის განმავლობაში (5-6 მაისს) მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებამდე უფასოდ მიიყვანს.
ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე:
მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით — მეტრო „დიდუბის“ სადგურიდან;
კუკიისა და მახათას სასაფლაოებისკენ — „მარჯანიშვილის“ და „სადგურის მოედნის" მეტროს ტერიტორიებიდან
საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „დელისიდან“
თბილისის ზღვის სასაფლაოსკენ — „სარაჯიშვილის“ მეტროდან;
ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „ვარკეთილიდან“.
დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და მგზავრობა ფასიანი იქნება. ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1 ლარია.
წელს სააღდგომო უქმეები გრძელვადიანია, იგი 13 მაისამდე გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით არ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბანკები, სამთავრობო უწყებები და მთელი რიგი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი სერვისები.
ამასთან, მაღაზიები, აფთიაქები, საზკვების ობიექტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტრუქტურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.