საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Stringerწირვა სამებაში
წირვა სამებაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2024
გამოწერა
ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
აღდგომა ყოველწლიურად აღინიშნება გაზაფხულზე, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არსებობს - ის საგანგებო საეკლესიო კალენდრით დგინდება. წელს აღდგომა 5 მაისს აღინიშნება.
აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.
ქრისტიანები აღდგომისთვის 48 დღე ემზადებიან - ამდენ ხანს გრძელდება დიდი მარხვა.
ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“
ამ დღეს ჩვენში ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას.
ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0