როდის გამოიდარებს საქართველოში? სინოპტიკოსების პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerწვიმიანი ბათუმი
წვიმიანი ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2024
გამოწერა
ორშაბათს ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ნავარაუდევია ელჭექი და სეტყვა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 6 მაისის ჩათვლით პერიოდში შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ორშაბათს ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ნავარაუდევია ელჭექი და სეტყვა.
ნალექმა შეიძლება საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვიოს. მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება და ზვავების ფორმირება.
სინოპტიკოსები 7 მაისიდან უნალექო და მზიან ამინდს პროგნოზირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0