https://sputnik-georgia.com/20240505/maia-bitadzem-zurab-japaridzes-pasuxobs-287762644.html
„სამარცხვინოა": მმართველ პარტიაში ოპოზიციონერის განცხადებას ეხმაურებიან
„სამარცხვინოა": მმართველ პარტიაში ოპოზიციონერის განცხადებას ეხმაურებიან
Sputnik საქართველო
„უნდა გაძვრეთ სიქა! ეგ არის კონკრეტული ამოცანა", განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ სამართალდამცველებთან დაკავშირებით 05.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-05T21:52+0400
2024-05-05T21:52+0400
2024-05-05T21:52+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/14/252076079_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_9f299681725cd480f081e3c094cb65ab.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სამარცხვინოა, როცა საქართველოს მოქალაქე უბიძგებს თანამოქალაქეებს, რომ ზიანი მიაყენონ სამართალდამცავებს, განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადების საპასუხოდ.ჯაფარიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, უქმეებზე აქტიურად გავიდნენ საპროტესტო აქციებზე, არ დატოვონ თბილისი და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცენ სამართალდამცავებს, რათა მათ ვერ მოახერხონ დასვენება და რეგიონებში ახლობლების საფლავებზე წასვლა. „უნდა გაძვრეთ სიქა! ეგ არის კონკრეტული ამოცანა", განაცხადა ოპოზიციონერმა.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7, 8 და 10 მაისი უქმედ გამოაცხადა. ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 - 6 მაისი დასვენების დღეებია, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე კი ოფიციალური უქმე დღეა. შესაბამისად, წელს დასვენების დღეები 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, თუმცა 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/14/252076079_83:0:1222:854_1920x0_80_0_0_0e00f72d25eb733eec8ac659c573c4f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
„სამარცხვინოა": მმართველ პარტიაში ოპოზიციონერის განცხადებას ეხმაურებიან
„უნდა გაძვრეთ სიქა! ეგ არის კონკრეტული ამოცანა", განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ სამართალდამცველებთან დაკავშირებით
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სამარცხვინოა, როცა საქართველოს მოქალაქე უბიძგებს თანამოქალაქეებს, რომ ზიანი მიაყენონ სამართალდამცავებს, განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადების საპასუხოდ.
ჯაფარიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, უქმეებზე აქტიურად გავიდნენ საპროტესტო აქციებზე, არ დატოვონ თბილისი და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცენ სამართალდამცავებს, რათა მათ ვერ მოახერხონ დასვენება და რეგიონებში ახლობლების საფლავებზე წასვლა. „უნდა გაძვრეთ სიქა! ეგ არის კონკრეტული ამოცანა", განაცხადა ოპოზიციონერმა.
„სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამართალდამცავ ინსტიტუტს ესხმის თავს და აგულიანებს მოქალაქეებს იმისკენ, რომ ზიანი მიაყენონ პოლიციელებს, რომლებიც უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა“, - განაცხადა ბითაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7, 8 და 10 მაისი უქმედ გამოაცხადა. ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 - 6 მაისი დასვენების დღეებია, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე კი ოფიციალური უქმე დღეა. შესაბამისად, წელს დასვენების დღეები 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, თუმცა 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.