გურიაში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

© Sputnik / VN Production, Vaska Gedenidzeლელობურთი
ლელობურთი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2024
გამოწერა
სოფელ შუხუთში გამართულ ლელობურთში ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულზე გამაღრთული ტრადიციული ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა.
ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში დაიწყო - ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ.
თითქმის ორასი წელია გურულები ლელობურთს ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.
ტრადიციის მიხედვით, ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირთან ახლოს დადებს.
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.
ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.
ყველა ახალი ამბავი
0