https://sputnik-georgia.com/20240505/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-5-maisi-287751422.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 მაისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 მაისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 05.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-05T00:15+0400
2024-05-05T00:15+0400
2024-05-05T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23631/85/236318599_0:62:2001:1187_1920x0_80_0_0_6e818b07b3f0ab80f498de4068bde79f.jpg
დღეს 2024 წლის 5 მაისია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.შესანიშნავი დღეა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის, სეირნობისთვის სუფთა ჰაერზე, მაგრამ არახელსაყრელი – აქტიური, ექსტრემალური სპორტული სახეობებისთვის. სიმშვიდის, მოდუნების, ჭეშმარიტი ფასეულობების დროა. გამოიყენეთ ის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების გამტკიცებისთვის. დრო დაუთმეთ ბავშვებს.ვერძი: დღეს „ტყავიდან ამოძვრებით“, რომ გარშემომყოფებს საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოთ. სხვა საკითხია – რაში გჭირდებათ ეს? განა არ სჯობს, რომ ეს ენერგია რეალურ მიზნებზე დახარჯოთ? და თუ მაინც რამის დამტკიცება გსურთ ირგვლივ მყოფებისთვის, აჯობებს, თუ საკუთარ განუმეორებლობას დაუმტკიცებთ და არა საკუთარ სიმართლეს. და არა ნებისმიერს, არამედ ხელმძღვანელს, რომელზეცაა დამოკიდებული თქვენი კარიერა და ხელფასი.კურო: დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უჩვეულოდ მოქნილი და დიპლომატიური ხართ. გარედან ეს შეიძლება მოჩანდეს, როგორც დათმობა და საკუთარი პოზიციის დაცვის სურვილის არქონა. მაგრამ ეს ასე არაა. თუ დღეს სხვის მოსაზრებას ეთანხმებით, ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებთ, რომ ოპონენტი „თავიდან მოიშოროთ“. მოქცევით კი მხოლოდ ისე მოიქცევით, როგორც თავად გსურთ და საჭიროდ მიგაჩნიათ.ტყუპი: მთელი დღე შეიძლება უსასრულო და უზრო კამათსა და დისკუსიებზე დახარჯოთ. და ამას იმიტომ არ გააკეთებთ, რომ მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ვინმესთვის საკუთარი აზრების სისწორის დამტკიცება. უფრო იმიტომ, რომ, უბრალოდ, სპორტული ინტერესი გამოძრავებთ. აზარტული შემართებით დაამტკიცებთ ნებისმიერ უაზრობას, რომლის თავადაც არ გჯერათ ბოლომდე. აქედან გამომდინარე, დღეს თქვენთან კამათს არანაირი აზრი არ ექნება.კირჩხიბი: დღეს ძალზე აქტიური და საქმიანი ხართ. ამასთან, საკუთარი აქტიურობა არასაკმარისი მოგეჩვენებათ, ამიტომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ საქმიანობაში გარშემომყოფებიც ჩართოთ. მთავარია, ეს პირდაპირ არ გააკეთოთ, რათა ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა არ იეჭვონ, რომ მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უარი არ თქვან თქვენს დახმარებაზე.ლომი: კარგი იქნება, თუ დღეს დროის დიდ ნაწილს ბავშვებთან ურთიერთობებში გაატარებთ. თუ საკუთარი არ გყავთ, არაუშავს – ამისთვის „გამოდგებიან“ პატარა დები, ძმები, ძმისშვილ–დისშვილები, ბიძაშვილები... და ბოლოს და ბოლოს, მეზობლის ბავშვები. თუნდაც ამ ურთიერთობებმა კონკრეტული სარგებელი არ მოგიტანოთ, ეს დიდი პოზიტიური ენერგიით აგავსებთ და განა ეს ცოტაა?ქალწული: დღეს თქვენში არა მხოლოდ დიდი სტრატეგი, არამედ დიდი ტაქტიკოსიც გაიღვიძებს. ჯობს, არავინ ეცადოს თქვენს გადარწმუნებას, რამე ჩანაფირზე უარის თქმას – მხოლოდ უსიამოვნებები ელოდება. რაც არ უნდა ჩაიფიქროთ, მის განხორციელებას ნებისმიერი ხერხით შეეცდებით. და სხვისი მხრიდან რამე სახის წინააღმდეგობა, მათი აზრების მოსმენა თქვენს გეგმებში ნამდვილად არ შედის.სასწორი: დღეს სერიოზული ეჭვები შეგაწუხებთ, რაც ხელს შეგიშლით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. თუ ვინმეს მოეჩვენება, რომ ზედმეტად მერყევი ხართ – სულ ტყუილად. უბრალოდ, თითოეულ ნაბიჯს ზომავთ, ითვალისწინებთ ყველაფერს. სამაგიეროდ, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეჭვის ნატამალიც არ დარჩება თქვენში. ნებისმიერი მცდელობა სხვების მხრიდან, რომ გზას გადაუხვიოთ, კრახით დამთავრდება.მორიელი: დღეს ზედმეტად ჯიუტი ხართ, ნებისმიერ წვრილმანშიც კი ამჟღავნებთ ამას. თქვენთან კამათში გამარჯვებასა და თქვენი სიჯიუტის დაძლევას ვერავინ შეძლებს. და პრინციპში, ეს არცაა საჭირო. ერთ–ორ დღეში ამის მიზეზი თავადაც წვრილმანად და სასაცილოდ მოგეჩვენებათ. თუმცა, ამის გამო შეიძლება სრულიად იოლად და დამსახურებულად მოგეწებოთ შარიანის, უაზრო მოკამათის იარლიყი.მშვილდოსანი: ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდება სურვილი, რომ გარშემომყოფების თვალში განამტკიცოთ და გააუმჯობესოთ საკუთარი იმიჯი. ნამდვილად გექნებათ შანსი, რომ საკუთარ თავს უკეთესი რეკომენდაცია გაუწიოთ ხელმძღვანელობის თვალში. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, მომგებიანად წარმოაჩინოთ თავი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.თხის რქა: დღეს თქვენში მშობლის ინსტინქტები გამძაფრდება. აქედან გამომდინარე, არაერთხელ გეწვევათ აზრი გვარის გაგრძელებისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გამტკიცების შესახებ. გაქვთ შანსი, რომ ეს კავშირი ახალ დონეზე გადაიყვანოთ – მიიღოთ გადაწყვეტილება ოჯახის შექმნის ან ბავშვის ყოლის თაობაზე. სხვა შემთხვევაში, საკუთარ თავს რომ ასიამოვნოთ, შეგიძლიათ სახლში ფისუნია ან ლეკვი მიიყვანოთ.მერწყული: დღეს მხოლოდ სპორტული ინტერესის გამო შეგიძლიათ უმტკიცოთ გარშემომყოფებს, რომ თქვენი ესა თუ ის მოსაზრება სწორია, და თქვენთან კამათი სრული უაზრობაა იმის გათვალისწინებით, რომ სადღაც ნახევარ საათში სრულიად საპირისპიროს მტკიცება შეიძლება დაიწყოთ. ჯობს, ეს დღე ბავშვებთან ან მოზარდებთან ურთიერთობაში გაატაროთ – მათ შეუძლიათ, თქვენს მსჯელობებს პირდაღებულებმა უსმინონ.თევზები: დღეს ჯიუტად მიიწევთ მიზნისკენ, განსაკუთრებით, თუ ეს მიზანი ფულის დასტას ჰგავს. აჯობებს, თუ გარშემომყოფებიდან არავინ ეცდება, რომ ჩანაფიქრზე უარი თქვათ – ამას წარუმატებელ ხუმრობად მიიღებთ. თუ დაიხევთ უკან, მხოლოდ იმისთვის, რომ მიზანთან სხვა მხრიდან მიხვიდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ საფუძვლიანად გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.
https://sputnik-georgia.com/20180927/zodiaqos-niSnebi-romlebic-miznebs-momxibvlelobiT-aRweven-242258075.html
https://sputnik-georgia.com/20190614/saxaliso-Spargalka-zodiaqos-TiToeuli-niSnis-qalebisTvis-245572788.html
https://sputnik-georgia.com/20180404/rogor-ityuebian-zodiaqos-niSnebi-239934543.html
https://sputnik-georgia.com/20190927/saukeTeso-wyvilebi-zodiaqos-niSnis-mixedviT-246597772.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23631/85/236318599_166:0:1833:1250_1920x0_80_0_0_3f2b007f7ba44b0d66dccc5c9bc4b12f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 მაისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 5 მაისია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
შესანიშნავი დღეა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის, სეირნობისთვის სუფთა ჰაერზე, მაგრამ არახელსაყრელი – აქტიური, ექსტრემალური სპორტული სახეობებისთვის. სიმშვიდის, მოდუნების, ჭეშმარიტი ფასეულობების დროა. გამოიყენეთ ის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების გამტკიცებისთვის. დრო დაუთმეთ ბავშვებს.
ვერძი: დღეს „ტყავიდან ამოძვრებით“, რომ გარშემომყოფებს საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოთ. სხვა საკითხია – რაში გჭირდებათ ეს? განა არ სჯობს, რომ ეს ენერგია რეალურ მიზნებზე დახარჯოთ? და თუ მაინც რამის დამტკიცება გსურთ ირგვლივ მყოფებისთვის, აჯობებს, თუ საკუთარ განუმეორებლობას დაუმტკიცებთ და არა საკუთარ სიმართლეს. და არა ნებისმიერს, არამედ ხელმძღვანელს, რომელზეცაა დამოკიდებული თქვენი კარიერა და ხელფასი.
27 სექტემბერი 2018, 12:30
კურო: დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უჩვეულოდ მოქნილი და დიპლომატიური ხართ. გარედან ეს შეიძლება მოჩანდეს, როგორც დათმობა და საკუთარი პოზიციის დაცვის სურვილის არქონა. მაგრამ ეს ასე არაა. თუ დღეს სხვის მოსაზრებას ეთანხმებით, ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებთ, რომ ოპონენტი „თავიდან მოიშოროთ“. მოქცევით კი მხოლოდ ისე მოიქცევით, როგორც თავად გსურთ და საჭიროდ მიგაჩნიათ.
ტყუპი: მთელი დღე შეიძლება უსასრულო და უზრო კამათსა და დისკუსიებზე დახარჯოთ. და ამას იმიტომ არ გააკეთებთ, რომ მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ვინმესთვის საკუთარი აზრების სისწორის დამტკიცება. უფრო იმიტომ, რომ, უბრალოდ, სპორტული ინტერესი გამოძრავებთ. აზარტული შემართებით დაამტკიცებთ ნებისმიერ უაზრობას, რომლის თავადაც არ გჯერათ ბოლომდე. აქედან გამომდინარე, დღეს თქვენთან კამათს არანაირი აზრი არ ექნება.
კირჩხიბი: დღეს ძალზე აქტიური და საქმიანი ხართ. ამასთან, საკუთარი აქტიურობა არასაკმარისი მოგეჩვენებათ, ამიტომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ საქმიანობაში გარშემომყოფებიც ჩართოთ. მთავარია, ეს პირდაპირ არ გააკეთოთ, რათა ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა არ იეჭვონ, რომ მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უარი არ თქვან თქვენს დახმარებაზე.
ლომი: კარგი იქნება, თუ დღეს დროის დიდ ნაწილს ბავშვებთან ურთიერთობებში გაატარებთ. თუ საკუთარი არ გყავთ, არაუშავს – ამისთვის „გამოდგებიან“ პატარა დები, ძმები, ძმისშვილ–დისშვილები, ბიძაშვილები... და ბოლოს და ბოლოს, მეზობლის ბავშვები. თუნდაც ამ ურთიერთობებმა კონკრეტული სარგებელი არ მოგიტანოთ, ეს დიდი პოზიტიური ენერგიით აგავსებთ და განა ეს ცოტაა?
ქალწული: დღეს თქვენში არა მხოლოდ დიდი სტრატეგი, არამედ დიდი ტაქტიკოსიც გაიღვიძებს. ჯობს, არავინ ეცადოს თქვენს გადარწმუნებას, რამე ჩანაფირზე უარის თქმას – მხოლოდ უსიამოვნებები ელოდება. რაც არ უნდა ჩაიფიქროთ, მის განხორციელებას ნებისმიერი ხერხით შეეცდებით. და სხვისი მხრიდან რამე სახის წინააღმდეგობა, მათი აზრების მოსმენა თქვენს გეგმებში ნამდვილად არ შედის.
სასწორი: დღეს სერიოზული ეჭვები შეგაწუხებთ, რაც ხელს შეგიშლით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. თუ ვინმეს მოეჩვენება, რომ ზედმეტად მერყევი ხართ – სულ ტყუილად. უბრალოდ, თითოეულ ნაბიჯს ზომავთ, ითვალისწინებთ ყველაფერს. სამაგიეროდ, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეჭვის ნატამალიც არ დარჩება თქვენში. ნებისმიერი მცდელობა სხვების მხრიდან, რომ გზას გადაუხვიოთ, კრახით დამთავრდება.
მორიელი: დღეს ზედმეტად ჯიუტი ხართ, ნებისმიერ წვრილმანშიც კი ამჟღავნებთ ამას. თქვენთან კამათში გამარჯვებასა და თქვენი სიჯიუტის დაძლევას ვერავინ შეძლებს. და პრინციპში, ეს არცაა საჭირო. ერთ–ორ დღეში ამის მიზეზი თავადაც წვრილმანად და სასაცილოდ მოგეჩვენებათ. თუმცა, ამის გამო შეიძლება სრულიად იოლად და დამსახურებულად მოგეწებოთ შარიანის, უაზრო მოკამათის იარლიყი.
მშვილდოსანი: ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდება სურვილი, რომ გარშემომყოფების თვალში განამტკიცოთ და გააუმჯობესოთ საკუთარი იმიჯი. ნამდვილად გექნებათ შანსი, რომ საკუთარ თავს უკეთესი რეკომენდაცია გაუწიოთ ხელმძღვანელობის თვალში. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, მომგებიანად წარმოაჩინოთ თავი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.
თხის რქა: დღეს თქვენში მშობლის ინსტინქტები გამძაფრდება. აქედან გამომდინარე, არაერთხელ გეწვევათ აზრი გვარის გაგრძელებისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გამტკიცების შესახებ. გაქვთ შანსი, რომ ეს კავშირი ახალ დონეზე გადაიყვანოთ – მიიღოთ გადაწყვეტილება ოჯახის შექმნის ან ბავშვის ყოლის თაობაზე. სხვა შემთხვევაში, საკუთარ თავს რომ ასიამოვნოთ, შეგიძლიათ სახლში ფისუნია ან ლეკვი მიიყვანოთ.
27 სექტემბერი 2019, 01:24
მერწყული: დღეს მხოლოდ სპორტული ინტერესის გამო შეგიძლიათ უმტკიცოთ გარშემომყოფებს, რომ თქვენი ესა თუ ის მოსაზრება სწორია, და თქვენთან კამათი სრული უაზრობაა იმის გათვალისწინებით, რომ სადღაც ნახევარ საათში სრულიად საპირისპიროს მტკიცება შეიძლება დაიწყოთ. ჯობს, ეს დღე ბავშვებთან ან მოზარდებთან ურთიერთობაში გაატაროთ – მათ შეუძლიათ, თქვენს მსჯელობებს პირდაღებულებმა უსმინონ.
თევზები: დღეს ჯიუტად მიიწევთ მიზნისკენ, განსაკუთრებით, თუ ეს მიზანი ფულის დასტას ჰგავს. აჯობებს, თუ გარშემომყოფებიდან არავინ ეცდება, რომ ჩანაფიქრზე უარი თქვათ – ამას წარუმატებელ ხუმრობად მიიღებთ. თუ დაიხევთ უკან, მხოლოდ იმისთვის, რომ მიზანთან სხვა მხრიდან მიხვიდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ საფუძვლიანად გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.